უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ამერიკელებმა ლიგის გამარჯვებულის შანსები გამოიანგარიშეს: "სიტის" 30% აქვს, "რეალს" - 2%

AutoSharing Option
ამერიკული პორტალი FiveThirtyEight, რომელიც ხშირად 538-ის სახელითაა ცნობილი და საყოველთაო აზრის ანალიზითა და გამოკითხვებით არის დაკავებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შანსებზე სტატიას წერს.

ყველაზე მაღალი შანსით პორტალმა "მანჩესტერ სიტი" შეაფასა, მათი მოგების შანსი 30%-ია. შემდეგ მოდის "ბაიერნი" 22%-ით, ხოლო სამეულს ხურავს პსჟ - 14%-ით.

ყველაზე დაბალი შანსები "ლიონს", "ჩელსისა" და "ნაპოლის" აქვთ, ისინი 1%-ზე ნაკლებით შეფასდნენ.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" და მადრიდის "რეალმა" 2-2% აიღეს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგა რვიანის ფორმატში ლისაბონში გაგრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ