უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სასამართლომ "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიკაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციის საქმეზე ვერდიქტი გამოაქვეყნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია მოეხსნა და აქამდე დაკისრებული ჯარიმა 30 მილიონი ევროდან 10 მილიონ ევრომდე შეუმცირდა.

შეგახსენებთ, უეფამ "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგიდან ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპების გამო მოკვეთა. კლუბი სპონსორების კონტრაქტებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს.

მიმდინარე გათამაშებაში "მანჩესტერ სიტიმ" 1/8-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, გასვლაზე, ანგარიშით 2:1 დაამარცხა მადრიდის "რეალი". საპასუხი შეხვედრა აგვისტოში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ