დე იონგი: "ბარსელონა" "ნაპოლისთან" საუკეთესო ფორმაში იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "ნაპოლისთან" განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ ოპტიმისტურ განწყობაზეა.

"ალავესთან" უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ოსასუნასთან". ამ შეხვედრაში გუნდს უფრო დავემსგავსეთ. ასევე გვმართებს გაგრძელება, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით რთული დაპირისპირება იქნება - ინტენსივობა და მაღალი პრესინგი.

ახლა ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ჩემპიონატის თვითდაჯერებულად დასრულება. გადავიტვირთებით და "ნაპოლისთან" მოედანზე ჩვენს საუკეთესო ფორმაში გავალთ", - განუცხადა დე იონგმა "მარკას".

შეგახსენებთ, "ნაპოლისთან" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 8 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ პირს შაქარი,მაგრამ ამ შემადგენლობას,ამისი რესურსი აღარ აქვს.ძალიან ნელი გახდა გუნდი.დაცვაში არა საიმედო.პუიოლის ტიპის,ძალიან სწრაფი ცენტრალური მცველი ,აუცილებლად სჭირდებათ
სოსო
11:51 21-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული