უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ტრაბზონსპორი" ჩემპიონთა ლიგიდან საბოლოოდ მოკვეთეს

AutoSharing Option
საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის შესახებ "ტრაბზონსპორის" მიერ შეტანილი აპელაცია არ დააკმაყოფილა, - იტყობინება "ფანატიკი".

"ტრაბზონსპორის" ადგილს ჩემპიონთა ლიგაზე "ბეშიქთაში" დაიკავებს, ხოლო "გალათასარაის" ევროპა ლიგაზე დაუშვებენ.
სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია "ტრაბზონსპორის" მტკიცებულებები, რომ ფინანსური ფეარ-პლეი არ დაურღვევიათ და "მანჩესტერ სიტისგან" განსხვავებით, უეფას მიერ გამოტანილი ვერდიქტი ძალაში დატოვა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტრაბზონსპორის" ადგილს "ბეშიქთაში" დაიკავებს, "ისტანბული" კი, როგორც ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთს "სივასპორი" წარმოადგენს, "ალანიასპორი" ასპარეზობას მესამე შესარჩევი ეტაპიდან დაიწყებს, "გალათასარაი"
კი - მეორედან.

ასევე დაგაინტერესებთ