უეფას "ბარსელონასთან" ნამატჩევს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ - იმუქრება დე ლაურენტისი

AutoSharing Option
"ბარსელონამ" კორონავირუსის გამო "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა, ფაქტობრივად, დაკარგა, ვინაიდან "კამპ ნოუზე" მაყურებლებს დასწრების უფლება არა აქვთ. ნეაპოლურმა კლუბმა კი ესპანეთში ეპიდემიის ზრდის შემთხვევების მომიზეზებით შეხვედრის საერთოდ ნეიტრალურ მოედანზე გადატანა მოითხოვა, რაზეც უეფასგან უარი მიიღო.

ამის გამო "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკმაყოფილება ვერ დამალა.

"უეფას არ ესმის, არ ხედავს და არ ლაპარაკობს. უეფასთვის, იმედი მაქვს, რომ არაფერი მოხდება. თუ მაინც რამე მოხდება, ჯოჯოხეთს მოვუწყობთ", - განაცხადა დე ლაურენტისმა Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ გუნდების
პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 8 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამეტანი ოდიოზური ფიგურები ყავთ იტალიურ კლუბებს მდლობელებად.ყველაფრის მკადრებლები,ყველაფერზე წამსვლელები,ფულის მონები.ფეხები არ მოსჭამო რაა.
Master
10:56 03-08-2020
7
აურელიო დედიშენისას! იტალიაში არ იყო ჯოჯოხეთის დასაწყისი კორონას გამო, როცა ბარსა ჩამოვიდა? ისე, რომ მოკეტეთ ყველამ.
koba
09:12 03-08-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული