აგუერო ისევ ბარსელონაშია და "რეალთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მუხლზე ნაოპერაციევი "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო კვლავ ბარსელონაშია და "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იტყობინება "ტაიმსი".

გამოცემის ცნობით, აგუერო ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის დაჩქარებას ამაოდ ცდილობდა და რეაბილიტაციის პერიოდს კატალონიაში გადის.

32 წლის "კუნმა" მენისკის ტრავმა "ბარნლისთან" პრემიერლიგის მატჩში (5:0) მიიღო.

ადრე ცნობილი გახდა, რომ "რეალთან" შეხვედრისათვის მწყობრში ჩასადგომად ის დღეში სამჯერ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა.

მადრიდში "სიტიმ" 2:1 იმარჯვა, საპასუხო მატჩი კი "ეტიჰადზე" 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული