უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სარი დიბალას მდგომარეობას დილას დაადგენს, რონალდო სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდის თავდამსხმელების - პაულო დიბალასა და რონალდოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

"პაულო ჯერ კიდევ ტრავმას ირჩენს. ვნახოთ, დილას როგორ მდგომარეობაში იქნება. მას და ექიმებს დაველაპარაკები.

რონალდო კარგად ვარჯიშობს. გუშინ ლამაზი გოლი გაიტანა. თამაშისთვის ჭკვიანურად ემზადება", - განუცხადა სარიმ Goal-ს.

ფრანგულმა გუნდმა სახლში პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო, საპასუხო კი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.