"რეალი" გავარდნის პირასაა - ზიდანი მდგომარეობას არასახარბიელოს უწოდებს

AutoSharing Option
"რეალი" "მანჩესტერ სიტისთან" მადრიდში ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 1:2 დამარცხდა და საპასუხო შეხვედრის წინ რთულ სიტუაციაშია, მით უმეტეს, გუნდს მისი კაპიტანი სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება (სავარაუდოდ, მილიტაო შეცვლის). თუმცა, იმის გამო, რომ "ეტიჰადზე" გულშემატკივრები არ იქნებიან, მასპინძლებმა, ფაქტობრივად, საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგეს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრავმირებულია "ქალაქელთა" თავდამსხმელი სერხიო აგუერო.

მატჩის წინ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და გუნდი წესრიგშია. ვიცით, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს კიდევ ერთი ფინალია. შესანიშნავი მატჩის ჩატ
არებას შევეცდებით.

არ ვიცი, რა იქნება ხვალ, თუმცა ეს ორი შესანიშნავი გუნდის კარგი დაპირისპირება იქნება. ჩვენ ვიცით სიტუაცია და პირველი შეხვედრის შედეგი. თუ გვინდა ბოლომდე გავიდეთ, წინ ოთხი ფინალი გველის.

ბეილზე უკვე ბევრი რამ ითქვა. ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით ვეკიდებით. მასთან პირადი საუბარი მქონდა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თამაში არ უნდა. დანარჩენი ჩვენ შორის უნდა დარჩეს", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

"მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Tamashi arundao? Msgavsi araferi gamigonia. Es kaci biznesmenia sportsmeni ar aris. Roca tamashobda mashinac egre vfiqrobdi piradad me.
Milani
07 აგვისტო 2020 21:08
0
რეალი გავარდება დღეს
digela
07 აგვისტო 2020 19:56
1
ერთი მეზობელი მყავს, ფანია ერთი კლუბის. ამას წინათ მითხრა, მაგარ ტრანსფერებს გავშანსავთო. გამეცინა, თვითონ რისი გამშანსავია, დუსტის ფული არა აქვს.
ვიკა
07 აგვისტო 2020 12:46
3
გულშემატკივრობა სხვისგან არ მესწავლება, ნერვულობისგან ხანდახან ლამის ინფარქტი მივიღო, მაგრამ საპირისპირო აზრის გამო სხვა რატომ უნდა გავლანძღო?
ალექსანდრე
07 აგვისტო 2020 12:41
1
ალექსანდრე, ნეტავ შენც მოგცლია რა?
კ.კ.
07 აგვისტო 2020 13:30
4
რეალი ჩემპიონი გახდება ესენი მიაც მოაცვამენ თავიანთი უაზრო სტატიებით
real
07 აგვისტო 2020 09:36
7
მე როგორ ფეხბურთის გიჟი ფანი, ხშირად ყველა სპორტულ საიტზე შევდივარ და ვეცნობი ყველაფერს რაც ფეხბურთს ეხება. ამ საიტზეც ხშირად დამიწერია კომენტარები. ეხლა ობიექტურობისათვის, როცა ბარსაზე და მესიზე იწერება დადებითი სტატია, ერთი პიროვნება ამაშიას საქმის სახელით ყოვლთვის აგრესიულად ახსენებს მესის, თანაც ყველა ბრუნვაში, მე მესის ფანი არ ვარ , მაგრამ როგორ შეიძლება ამ ფეხბურთელის ლანძღვა? მანჩ. სიტია ჩემი ფავორიტი გუნდი და მე მისი გულშემატკივარი, მაგრამ ვაღიარებ მესის თამაშებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ, როგორც როლანდოსი.
მამუკა
07 აგვისტო 2020 09:15
2
შემოვდივარ კონკრეტული წინადადებით: ვინც აქ უცხოური კლუბების გამო ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებს, დავადგინოთ მათი ვინაობა და იძულების წესით ვუმკურნალოთ. პრობლემა ისაა, ვინ გაიღებს მათი მკურნალობის ხარჯებს და ემორჩილებიან თუ არა ისინი მკურნალობას?
ვიკა
07 აგვისტო 2020 02:42
1
ვიკა პირველი ლეო მესის დაუძინებელი მტრისგან დაიწყე "ამაშია საქმისგან" და მისი კლასტერებიდან . პირველი ყოვოლთვის ამ ავანტიურისტისგან იწყება კამათი, ისეთ ჩორტს ჩააგდეებს, მიდი აბა თუ ბიჭი ხარ და არ უპასუხო. რამდენჯერ მოვუწოდებთ მოვრჩეთ ამ დაუსრულებელ კამათებს,მაგრამ აზრი არა აქვს. მერე შევთავაზეთ ფსიქიატრთთან მისულიყვნენ არც ეს უნდათ.
გოჩა
07 აგვისტო 2020 08:47
2
ვინ გაიღებს მათი მკურნალობის ხარჯებს? ბიძინა!
არისტო
07 აგვისტო 2020 03:09
5
აბა, რატომ არ ჩხუბობთ და არ ლანძღავთ ერთმანეთს ჩვეულად "რეალის" და "ბარსას" ფანები? გული მიკვდება მათ კომენტარებს როდესაც ვკითხულობ: ბავშვობაში ზოგი დაჭერობანას თამაშობს, ზოგი დამალობანას, ზოგი სახლობანას, ზოგი ომობანას, ესენი კიდევ ფანობანას თამაშობენ. ვერ გამოვიდნენ ბავშვობიდან, იქ ჩარჩნენ და ეტყობა, ვერც გამოვლენ. აბა, სასწრაფოდ ქოქოლა დამაყარეთ...
ალექსანდრე
07 აგვისტო 2020 02:34
1
შენ გეტყობა საერთოდ არ გიყვარს ფეხბურთი და ბავშვობაშიც არ თამაშობდი, ასე იმიტომაც გიკვირს ფანების ერთმანეთთან ჩხუბი. აბა ფეხბურთი რისი ფეხბურთია თუ ფანები არ ეყოლება? მე მაგალითად ბარსას გულშემატკივარი ვარ და თუ ჩემი საყვარელი გუნდი არ დავიცავი შეურაცყოფისგან მაშინ რა გამოვდივარ? ტუფტა ფანი? ალექსანდრე ეს არც ბავშვური თამაშებია და არც სახლობანასი. როგორც უმაყურებლო ფეხბურთია ცუდი საყურებელი, ისეა გუნდი ფანების გარეშე! ალექსანდრე გულს გაუფრთხილდი! რას იზამ ასეთები ვართ ნაღდი გულშემატკივრები.
ალექსანდრეს
07 აგვისტო 2020 08:59
6
დედა შვილს არ აიყვანს ისეთი თამაში იქნება.
Megreli
06 აგვისტო 2020 23:59
1
მეგრელო! დედა ყოველთვის აიყვანს შვილს.
მეგრელს
07 აგვისტო 2020 10:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული