ზიდანი: სეზონით ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"შეუძლებელია წაგებით ბედნიერი იყო, მაგრამ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. ახლა თავის მართლების დრო არ არის. დავმარცხდით, თუმცა ვამაყობ ჩვენი ძალისხმევით.

ორივე შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგემ გამარჯვება დაიმსახურა. პირველ 15-20 წუთში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მათ პრესინგს ვერ გავუძლებდით. შემდეგ ურიგოდ არ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში, როდესაც პიკზე ვიყავით, მეორე გოლი გავუშვით.

რაც შეეხება ვარანის შეცდომებს, სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს! ისევე
როგორც ჩვენი ფეხბურთელების 95%, ისიც მთელი სეზონი შთამბეჭდავი იყო. მე ამ პოზიციას ვიზიარებ.

შესანიშნავი სეზონი გამოგვივიდა. კარგ ნოტაზე ვერ დავასრულეთ, მაგრამ სეზონი კარგად ჩავატარეთ. ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ", - ციტირებს ზიდანს ჟურნალისტი დერმოტ კორიგანი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზიზუ, სავსემ ეტოტ გვარდიოლა ტებია ნე უვაჟაეტ. ი დვაჟდი პროიგრალი ი იზ ლიგი ჩემპიონოვ ვიგნალი!
ნოე
08 აგვისტო 2020 08:55
7
ჩტო ტი გავაპურტყუნე ააა?
ზურა
08 აგვისტო 2020 10:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული