გვარდიოლა: "ლიონთან" მატჩისათვის მოსამზადებლად 8 დღე გვაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვება შეაფასა:

"ბევრი მომენტი შევქმენით და ორი გოლი მეტოქის შეცდომების შედეგად გავიტანეთ. ფეხბურთელებს წინ წასვლას და შეტევას მოვუწოდებდით, მაგრამ ასეთ გუნდთან ეს ადვილი არ არის. პრესინგს ვცდილობთ, რაც ხან გამოგვდის, ხან - არა.

მნიშვნელოვანია, რომ "რეალს" ორჯერ ვძლიეთ. ზიდანს ადრე პლეი-ოფი არასოდეს არ წაუგია. შესაძლებელი იყო იმის ყურება, თუ როგორ მშვიდად თამაშობენ, კარგი გუნდია.

აქ იმისათვის ვართ, რათა ტურნირის მოგებას შევეცადოთ. ამისაკენ ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით და თუ ჩავთვლით, რომ
ეს საკმარისია, ვაჩვენებთ რამდენად უუნაროები ვართ. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, დიდი გუნდები უნდა დაამარცხო.

"ლიონთან" მატჩისათვის მოსამზადებლად 8 დღე გვაქვს. გამარჯვებით დავტკბებით, შემდეგ კი ამ შეხვედრისთვის მოვემზადებით", - ციტირებს გვარდიოლას BBC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიტისთან იუვენტუსს მაინც არ ექნებოდა შანსი რომც გასულიყო. იუვემ ძაან დაუკლო ბოლო დროს.
0

სიახლეები პოპულარული