"ბაიერნის" მწვრთნელი: მესიზე ფოკუსირებას არ მოვახდენთ

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა "ჩელსი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ბარსელონას" შეხვდება. სწორედ მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი "რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.

"ბარსელონასთან" შეხვედრისთვის ისევე მოვემზადებით, როგორც ნებისმიერ სხვა მეტოქესთან თამაშისთვის.

გვინდა კვლავ წარმოვაჩინოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, 100%-ით კონცენტრირებულები ვიყოთ და საკუთარი უნარები გამოვავლინოთ.

ჩვენ მესიზე ფოკუსირებას არ მოვახდენთ, საჭიროა მოწინააღმდეგის ყველა ფეხბურთელზე გავამახვილოთ ყურადღება", - ციტირებს ფლიკს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ გააკეთო არადა კაი ჩიტს დაიჭერ.ისე ამ ბაიერნს თუ გაცდა ბარსა მემგონი მერე მოიგებს კიდეც ლიგას
თემური
22:29 09-08-2020
1
ოღონდ თქვენ ბარსას მოუგეთ და ლიგა მკიდია დდდ ბარსასთან როწავაგოთ ბარსას ფანები ტვინს წაიღებენ
34
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული