უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ოუენი: "ბარსელონა" გუნდია, რომელიც ბერდება და ფინალამდე ვერ მიაღწევს

AutoSharing Option
"რეალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" შანსებს პესიმისტურად აფასებს.

"როდესაც თქვენ თამაშს კარში დარტყმებით აფასებთ - ეს ცალმხრივია. "ბარსელონა" არ გამოიყურება როგორც გუნდი, რომელიც ფინალამდე მიაღწევს. შემადგენლობაში ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ეს გუნდია, რომელიც ბერდება. მათ შეტევაში ტემპი არ ჰყოფნით. ისინი ცოტა დაშორიშორებულნი არიან.

ჩემი აზრით, ეს გუნდი არ გამოიყურება როგორც "ბარსელონა". ვფიქრობ, უახლოეს სეზონებში გუნდს გარდაქმნიან", - განაცხადა ოუენმა BT Sport-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ