sport.es: "ბარსელონა" დიდი საფეხბურთო ზეიმისთვის ემზადება - მესი ვარჯიშს ოთხშაბათს დაიწყებს

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8- ფინალური მატჩისას ტრავმირებული "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი დღეს კლუბის ბაზაზე მივიდა და საათ-ნახევარი ექიმებთან იმყოფებოდა. მას კოჭ-წვივი აქვს შესიებული და ოთხშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებს.

კლუბის სამედიცინო პერსონალი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" უეჭველი ითამაშებს.

"ბარსა" ლისაბონში ხუთშაბათს დილაადრიან ავტობუსით გაემგზავრება, სასტუმრო "შერატონში" დაიდებს ბინას და "და ლუშის" სტადიონზე ივარჯიშებს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსა" ამ შეხვედრის ფავორიტად არ ითვლება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მომხდარა. ეს ძალიან გასაკვირია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი ლეოს კიდევ უფრო
მოტივირებულს ხდის.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონა" მობილიზებულია და დიდი საფეხბურთო ზეიმისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფსიქოლოგიური წნეხიდან ათავისუფლებენ სწორად იქცევიან არ ააქვს მკვლელის ინსტინქტი
კახა
11 აგვისტო 2020 00:41
2
:):):):):)
ზურა
11 აგვისტო 2020 09:58
1
Zalian kargia mattvis rom aritvlebian favoritebad, radgan roca itvlebodnen mashin caages bolo sam celshi.
Milani
10 აგვისტო 2020 22:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული