ლამაზი მატჩის მოლოდინში - დაამარცხებს გასპერინის ბანდა პსჟ-ის "შანტრაპას"?!

AutoSharing Option
გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონი 0:4 წაგებით გახსნა და 2 ტურის შემდეგ 1 ქულაც არ ჰქონდა, იმავე სეზონში მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს, ვარსკვლავებით დახუნძლულ "პარი სენ ჟერმენს" დღეს, 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

"ატალანტამ" ლიგის 1/8-ფინალში "ვალენსია" ლამის მიწასთან გაასწორა და სახლში 4:1 დამარცხების შემდეგ, გასვლაზე 4:3 მოუგო. პსჟ-მა კი დორტმუნდის "ბორუსიას" ორი მატჩის ჯამში 1 ბურთით აჯობა (1:2, 2:0).

სავარაუდო შემადგენლობები


"ატალანტა": სპორტიელი, პალომინო, ტოლოი, ჯიმსიტი, ჰატებოერი, დე როონი, ფროილერი, პაპუ გომესი, მალინოვსკი,
ზაპატა

გუნდს ვერ დაეხმარებიან: გოლინი (მუხლის ტრავმა), ილიჩიჩი (პირადი მიზეზი)


პსჟ: ნავასი, კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ერერა, მარიკინიოსი, გეიე, სარაბია, იკარდი, ნეიმარი

გუნდს ვერ დაეხმარებიან: დი მარია, ვერატი, კურშავა

საეჭვოა კილიან მბაპეს თამაში.


ექსპერტების მოსაზრება


ვიერი კაპრეტა, "ატალანტას" რეპორტიორი: "ვის წარმოედგინა, რომ ბერგამოელები ასე შორს შეძლებდნენ წასვლას? თან ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში, საშინელი სტარტის შემდეგ, როცა ვერავის წარმოედგინა, რომ ჯგუფიდან გასვლას შეძლებდნენ. ახლა კი 3 მოგება სჭირდებათ და ჩემპიონები გახდებიან. თუ მათი დღე იქნა, "ატალანტას" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია".

კრის ბერკი, პსჟ-ს რეპორტიორი: "საოცნებო ჩემპიონთა ლიგის მოგებას 3 მოგება აშორებთ. სწორედ ეს მიზანი აქვს პარიზულ კლუბს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო დაცვა ითამაშა და 1/8-ფინალიც 3-წლიანი ბუქსაობის შედეგად გადალახა. ის, თუ რამხელა სიხარული გამოხატეს დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშნელოვანია ამ გუნდისთვის ეს შეჯიბრება".


რას ამბობენ მწვრთნელები?


ჯან პიერო გასპერინი, "ატალანტას" მთ. მწვრთნელი: "ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ მიზანსწრაფულობით, მოტივაციითა და ენთუზიაზმით განსაზღვრული ევროპული გამოცდილების გარეშეც შეუძლია კლუბს კარგად თამაში. მგონია, რომ ხალხს ძალიან მოვწონვართ.

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, არა შედეგის კუთხით, არამედ ზემოხსენებული ღირებულებების მხრივ.

ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, მის წინააღმდეგ დაცვაში მოქმედების საუკეთესო გზა ჩვენს ყურადღებაზე გადის, ყველა ფოკუსირებული უნდა იყოს და თავი კარგად წარმოაჩინოს".


ტომას ტუხელი, პსჟ-ს მ. მწვრთნელი: "ატალანტას" წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. ეს მატჩი დიდი გამოწვევაა, თუმცა მოგების შანსი ყოველთვის არსებობს.

ტაქტიკური თამაში იქნება, ბევრ რამეს ნერვები გადაწყვეტს. ბოლო ვარჯიშებმა გუნდის კონცენტრაცია, ხასიათი და განწყობა მიჩვენა. ჩვენ ერთად ვიღებთ ტკივილს, თუმცა ერთად ვიბრძვით და ვთამაშობთ".

"ატალანტასა" და პსჟ-ს შორის შეხვედრა ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში შედგება. მატჩს "ეშტადიუ და ლუში" უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მბაპეს გარეშე პარიზი და ილიჩიჩის გარეზე ატალანტა... რთული სათქმელია. პსჟს უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია.
სულ2
12 აგვისტო 2020 21:29
0
,,ატალანტა,, კარგია, მაგრამ მგონია ძალა აღმართს მოხნავს.
100%
12 აგვისტო 2020 21:18
1
ვისაც ფეხბურთი უყვარს ბალეშიკობს "ატალანტას"
s.s.
12 აგვისტო 2020 19:52
0
ატალანტა გაუდებს პსჟ-ს დაქოქილი რაკეტაა, რაკეტა! თუ არადა აღდგმა და ხვალეო. აბა ვნახავთ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 აგვისტო 2020 19:34
3
Es araris gasvla shin principit tamashi, erti matchia da aravin aricis ramoxdeba. Me mgonia psj ver moigebbs iolad, gamixardeba tu atalanta moigebs. P.s sainteresoa rom ligaze ertaderti italiuri klubia atalanta, es droc dadga.
Milani
12 აგვისტო 2020 19:13
1
კაი სენსაცია იქნებოდა მარა ატალანტას შანსი 0 ქვემოთაა თუ პსჟ არ ითამაშებს მაშინ კი
dato
12 აგვისტო 2020 18:35
1
ატალანტა ერთადერთი იტალიური კლუბია რომელიც ლიგას შემორჩა, თანაც ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ელემენტარულ დონეზე ესმის და ამ გუნდის თამაში არ მოსწონდეს. ძალიან მაგარ თამაშს ველოდები პირადად მე, იმაზე უკეთესს ვიდრე ბარსელონა - ბაიერნისგან ელის გულშემატკივარი. P.s. ატალანტამ უკვე დაამტკიცა რომ დიდი ფეხბურთის თამაშს მხოლოდ დიდი ფული არ განაპირობებს!
გიგა
12 აგვისტო 2020 18:31
0
0-5
123
12 აგვისტო 2020 17:16
5
მიდი ატალანტას ბანდავ მოუყომარე, ამ შეიხის პიჟონებს.
zura
12 აგვისტო 2020 17:06
5
სადაც ლიონმა იუვე გააგდო,იქ ატალანტამ პსჟ რომ გააგდოს არ იქნება გასაკვირი,მეტიც არ მგონია ზედიზედ ორ იტალიურ-ფრანგულ დაპირისპირებაში ორივე ფრანგებმა მოიგონ.ასე რომ ვქომაგობთ ატალანტას ფულის ტომრის წინააღმდეგ.
Master
12 აგვისტო 2020 16:25
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული