ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დრამა - პსჟ-მა 149 წამში "ატალანტას" თითქმის წაგებული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-მა "ატალანტა" 2:1 დაამარცხა.

ბერგამოელები ნახევარმცველმა პაშალიჩმა 26-ე წუთზე დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა. პარიზელები ინდივიდუალური შეტევებით, მეტადრე ნეიმარის მეცადინეობით ამაოდ ცდილობდნენ საპასუხო გოლის გატანას. მე-60 წუთზე "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ტუხელმა შეცვლაზე ტრავმამორჩენილი მბაპე შეუშვა და თამაშის შემოტრიალება სცადა.

შემოატრიალა კიდეც - როდესაც ყველას ეგონა, "ატალანტა" მოიგებდა, ჯერ მარკინიოსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ჩუპო-მოტინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე ბოლო 6 წელიწადში მისი პირველი გოლია. გოლები
პარიზელებმა 149 წამის ინტერვალში გაიტანეს.

პსჟ უკანასკნელ 25 წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც "ატლეტიკოსა" და "ლაიპციგის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვერც ერთი იტალიური გუნდი ზედიზედ 10 წელიწადში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რაც ანტირეკორდია.

ლისაბონი. "და ლუში"
ატალანტა - პსჟ 1:2
გოლები: 1:0 პაშალიჩი (26), 1:1 მარკინიოსი (90), ჩუპო-მოტინგი (90+3)

პორტუგალიაში ტურნირის კიდევ 3 მეოთხედფინალი ჩატარდება:

13 აგვისტო
ლაიპციგი - ატლეტიკო

14 აგვისტო
ბარსელონა - ბაიერნი

15 აგვისტო

მანჩესტერ სიტი - ლიონი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნუთუ ამ სპექტაკლების გჯერათ. ორ წუთში ორი გოლით შემოტრიალებული თამაშები, ისიც დამატებულ წუთებზე - გასაგებია რა ოპერიდანაც არის...
No God Slave
16:58 13-08-2020
4
ნეიმარს დღეს მსოფლიოში საუკეთესო დრიბლინგი აქვს მაგრამ რაც ხელს უშლის ბუნებით დაუდევარი ტიპია.
ჩემი აზრით
13:10 13-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული