ტუხელი: ფეხი რომ არ მქონდეს მოტეხილი, ჩემს სპრინტს ნახავდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ატალანტას" დამარცხების (2:1) და ნახევარფინალში გასვლის გამო პსჟ-ის ფეხმოტეხილი მწვრთნელი ტომას ტუხელი, ბუნებრივია, უსაზღვროდ ბედნიერი იყო.

"წარმოგიდგენიათ, ფეხი რომ არ მქონდეს მოტეხილი, როგორ ვიზეიმებდი. შესაძლოა, ჩემი 40-მეტრიანი სპრინტი გეხილათ. დღეს ჩვენი კლუბის დაბადების დღეა (პსჟ 50 წლის წინ დაარსდა). ასე რომ, ამ დღეს ნებისმიერ შემთხვევაში არ დავივიწყებთ.

უცხო ხალხმა არ იცის, რა ძნელია ასეთი მიზნის მიღწევა. ეს ჩვენთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. საფრანგეთის ჩემპიონატი არ მიმდინარეობს და გუნდის მომზადება ძნელი იყო. ბოლო დღეებში ფეხბურთელების ენთუზიაზმს ვხედავდი, ეს განსაკუთრებული
იყო.

ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ გოლებს ასე გვიან როდესაც იტან, ეს გამართლებაცაა", - განუცხადა ტუხელმა უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტუხელ, შენ მარტო ფეხი კი არა გაქვს მოტეხილი, არამედ შეიხის ფულებიც მაგრად გაქვთ მოტეხილი. ფუი ამის დედაც როგორ ვბალეშჩიკობდი ატალანტას?
italia
13 აგვისტო 2020 11:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული