კოკე: "ლაიპციგმა" გვაჯობა - ახლა ამის მიზეზს ვერ აგიხსნით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლაიპციგთან" მარცხი (1:2) "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ ობიექტურად შეაფასა.

"ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ. უფრო სწრაფად და ინტენსიურად მოქმედებდნენ. ამიტომ გამარჯვება უნდა მივულოცოთ და დავფიქრდეთ, რა მოხდა.

ფელიქსი დაგვეხმარა, მეორე გაშვებული გოლისას არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია.

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ გვჯობდნენ. ახლა ამას ვერ აგიხსნით. როდესაც ემოციები ჩაცხრება, თამაშს უნდა ვუყურო", - ციტირებს კოკეს ჟურნალისტი დერმოტ კორიგანი "ტვიტერზე".

შეხვედრის შეფასებაში კოკეს დაეთანხმა მისი თანაგუნდელი საულ ნიგიესი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული