ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლაიპციგთან" 1:2 წაგების შემდეგ "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე, რა გასაკვირია, რომ საუბრის ხასიათზე არ გახლდათ და უეფას საიტს მხოლოდ ეს განუცხადა:
"100%-ით დავიხარჯეთ. ისინი უფრო სწრაფები იყვნენ და ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა. ეს გრძელი სეზონი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კი რთული გახლდათ.
ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. "ლაიპციგის" ენთუზიაზმი და თამაში ძალიან მომეწონა. არავითარი გამართლება არა გვაქვს. მოწინააღმდეგემ დამსახურებულად გაიმარჯვა, რაც უნდა მივულოცოთ.
თავის აწევა და მომავალი სეზონისთვის მომზადების დაწყება გვმართებს".