სიმეონე: არავითარი გამართლება არა გვაქვს - მოწინააღმდეგემ დამსახურებულად გაიმარჯვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლაიპციგთან" 1:2 წაგების შემდეგ "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე, რა გასაკვირია, რომ საუბრის ხასიათზე არ გახლდათ და უეფას საიტს მხოლოდ ეს განუცხადა:

"100%-ით დავიხარჯეთ. ისინი უფრო სწრაფები იყვნენ და ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა. ეს გრძელი სეზონი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კი რთული გახლდათ.

ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. "ლაიპციგის" ენთუზიაზმი და თამაში ძალიან მომეწონა. არავითარი გამართლება არა გვაქვს. მოწინააღმდეგემ დამსახურებულად გაიმარჯვა, რაც უნდა მივულოცოთ.

თავის აწევა და მომავალი სეზონისთვის მომზადების დაწყება გვმართებს".



მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმეონე სანამ უარს არ იტყვი. შენ ანტი ფეხბურთზე რასაც ნაჯახი ქვია ლიგას ვერასოდზე მოიგებ. სანამ სტილს არ შეცვლი
macbook pro
05:10 14-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული