"ბარსელონას" ექსპრეზიდენტი: "ბაიერნის" ეს ფეხბურთელები არავის ემახსოვრება

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ამავე გუნდის ყოფილმა მცველმა ლოთარ მათეუსმა ერთობ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. მათ კატალონიური კლუბის ექსპრეზიდენტი ჟოან გასპარი გამოეხმაურა.

"თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისე კარგები არ ვართ, როგორც 5 წლის წინ, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა "ბაიერნი" გაცილებით სუსტია, ვიდრე 20 წლის წინ.

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მომავალში მათ ამჟამინდელ ფეხბურთელებს ვინმე გაიხსენებს.

"ბარსელონას" 3 ტიპის ფანები არიან:
1). პესიმისტები, ისინი მხოლოდ ცუდს ხედავენ.

2). რომელთაც თავიანთი გუნდის
წაგება უნდათ, რათა ამან კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმოქმედოს. ისინი "ბარსას" გულშემატკივრები არ არიან და მე მათ არ განვეკუთვნები.

3). არის კიდევ ერთი ჯგუფი და მე მათ შორისა ვარ - ვისაც გამარჯვების სჯერა", - განაცხადა გასპარმა SER Catalunya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაიერნის ეს ფეხბურთელები შენ გემახსოვრება ყველაზე დიდხანს. განსაკუთრებით მტკივნეული ალბათ კოუტინიო იქნება, რომლის ლივერპულიდან გადაყვანაზეც ყველა ღონე იხმარეს და დღეს ვეღარ იშორებენ თავიდან
????
17:33 19-08-2020
0
გადასათარგმნი რა გაქვს 2 8 ვერ ცნობ თუ არ გივლია სკოლაში
Xaaa
01:15 16-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული