უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბარსელონას" ექსპრეზიდენტი: "ბაიერნის" ეს ფეხბურთელები არავის ემახსოვრება

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ამავე გუნდის ყოფილმა მცველმა ლოთარ მათეუსმა ერთობ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. მათ კატალონიური კლუბის ექსპრეზიდენტი ჟოან გასპარი გამოეხმაურა.

"თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისე კარგები არ ვართ, როგორც 5 წლის წინ, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა "ბაიერნი" გაცილებით სუსტია, ვიდრე 20 წლის წინ.

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მომავალში მათ ამჟამინდელ ფეხბურთელებს ვინმე გაიხსენებს.

"ბარსელონას" 3 ტიპის ფანები არიან:
1). პესიმისტები, ისინი მხოლოდ ცუდს ხედავენ.

2). რომელთაც თავიანთი გუნდის
წაგება უნდათ, რათა ამან კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმოქმედოს. ისინი "ბარსას" გულშემატკივრები არ არიან და მე მათ არ განვეკუთვნები.

3). არის კიდევ ერთი ჯგუფი და მე მათ შორისა ვარ - ვისაც გამარჯვების სჯერა", - განაცხადა გასპარმა SER Catalunya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.