სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
მესი რო უძლიერესია არ ვიდავოთ, ჩავარდნა ყველას აქვს, მაგრამ ძაან საინტერესოა იმ გუნდში რომ არა ხავი და ინიესტა - დღეს მესი სად იქნებოდა? როგორი იქნებოდა? ვფიქრობ იმათ გარეშე ვერ იქნებოდა ასეთი ტიტულოვანი როგორიც დღესაა. არგენტინის ნაკრებს მაგონებს ბარსელონა ხავის და ინიესტას გარეშე.
ბასკი
15 აგვისტო 2020 11:59
2
ისტორიაში"საუკეთესო"ფეხბურთელს 5 წელია მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია მხოლოდ უსინდისოდ,დაუმსახურებლად ოქროს ბურთი იყიდა.
სამართალმა პური ჭამა
15 აგვისტო 2020 11:43
5
შენ თანხაც გეცოდინება და გაგვიმხილე! მე ექიმს გიშოვი კარგს
დავით67
15 აგვისტო 2020 20:36
0
ადმინ გაიხედე გარეთ დედაჩემს ხომ ვერ ხედავ?
ზურა
15 აგვისტო 2020 11:35
1
ნუ ნერვიულპბთ, შეხვდება "ბარსა" "ხეტაფეს" და "იფრენს" ისევ მესი...
goga
15 აგვისტო 2020 11:17
2
დედა რა იყო ეს აა,რა დღეში ჩააგდო ბარსა მამაძაღლმა ბართომ და უბედურმა მწყემსმა, ე.ი. სანამ 8-ჯერ(ან 9-ჯერ) არ გაგიდოთ ბავარიამ მანამ ვერ იგრძენით ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერაფერი,იარეთ ახლა მასე რვაჯერ თუ ცხრაჯერ მოტ#ნულებმა წინ და უკან
jaba
15 აგვისტო 2020 11:03
3
საწყლები...
არა მკითხე მოამბე
15 აგვისტო 2020 11:03
0
აბა რა ეგონა ბართოლომეოს ეს უდიდესი გუნდი მსოფლიოს დასაცინი გახადა და სამარცხვინო ბოძზე გააკრა, მე არც ბარსას და არც ბავარიის გულშემატკივარი არა ვარ, მაგრამ გულწრფელად შემეცოდა და დამენანა ბარსა უნიჭო მენეჯმენტის გამო...და კიდევ უფრო მაგრად დამწყდა გული როცა წარმოვიდგინე რა დღეში შეიძლება ჩააგდოს უნიჭო მენეჯერმა გუნდი და სპორტის სახეობა,აი ასეთივე სიტუაციაა ჩვენს საამაყო სარაგბო თემში,რომელიც შესაძლოა ბარსაზე ცუდ დღეში ჩავარდეს უნიჭო და უვიცი მმართველების ხელში,რომლის პროცესიც კაი ხანია დაწყებულია
gogia
15 აგვისტო 2020 10:42
0
ამათ აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნაც ვეღარ უშველით.ბარსამ მილიარდი დოლარი დახარჯა ბოლო წლებში რომ მესისთვის პარტნიორი ეყიდათ მაგრამ გამოდის რომ ხავი და ინიესტა ყოფილან მთავარი.
დედა ეს რა იყო ჰა.
15 აგვისტო 2020 10:15
4
სანამ ბართომეუ არ წავა სულ ამ დღეში გეყოლებათ ბარსას ფანებს თქვენი გუნდი.მესიმ,რომ ვერ ითამაშა ფაქტია,მაგრამ კარგად გამოჩნდა,რომ ამ მწვრთელმაც ვერაფერი დაუპირუაპირა ბაიერნს.ტიპები ცხვრის ფარასავით დაერეკებოდნენ მოედანზე მესითურთ.მესის კი 1 ბურთი მაინც უნდა გაეტანა.
კარგით რა
15 აგვისტო 2020 10:10
4
ბარსელონამ შემადგენლობაში ცვლილებები უნდა განახორციელოს. ამას თითონაც ხვდებიან. განსაკუთრებით დაცვაა გამოსასწორებელი.ახლა კარგი შანსი აქვს ბარსელონას ცენრალურ მცველებად დაითრიოს კვირკველია და ხოჭოლავა!
aburjga
15 აგვისტო 2020 10:03
5

სიახლეები პოპულარული