სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
ეს იყო ტროას დაცემა. მესი - ჰექტორი, პარისი - გრიზმანი და ა.შ და ასე შემდეგ ყველაფერი იგივე გაიმეორეს
Maximus.
15 აგვისტო 2020 05:18
1
მესის დასცინიხართ და ქართველებს უნამუსოებს დეძახით იმის გამო რო მესი მოსწონთ.რომელი ქართველიც ნებისმიერი უცხოელი ფეხბურთელის გამო ერთმანეთს შეურაწყოფას მიაყენებს იმის დდშვც მეეე. არ დაბლოკოთ!
ave
15 აგვისტო 2020 03:55
4
ჩემი დდშვც ამის გამოქვეყნებისთვის. მიდი ახლა ესეც გამოაქვეყნე თუ ხარ ობიექტური :):):)
ზურა
15 აგვისტო 2020 10:01
3
"გაგიჭირდებოდათ " ფეოლა :))
ბოკინიო
15 აგვისტო 2020 03:33
0
ამ თამაშმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპოინატი გამახსენა ბრაზილიის განადგურება. რა გინდა ძმაო გერმანელები ევროპაში ყველაფერში მაგრები არიან სპორტი ავტომობილები ლუდი სექსი)). არადა მინდოდა ბარსას მოგება. მესის მოძულეებმა ხმა რომ გაკმინდოთ ვერა? როგორ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და მესი გეჯავრებოდეს ან რონალდო! რა მოხდა მერე თუ ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე, ასაკი თავის შვება. ეს ახალი ამბავია?
დავით 67
15 აგვისტო 2020 02:57
1
ამ ასაკებს რას გამოეკიდეთ მართლა რა? ლევანდოვსკიც 33-ის ხდება მალე,მაგრამ ეტყობა ასაკი? მესი როლანდო და ესეთი დონის ვარსკვლავებისთვის ასაკი არაფერია. უბრალოდ სიტუაცია თრგუნავს მესის თანაც ხასიათის ადამიანია. არის ხასიათზე მაგის შემჩერებელი არავინ არის, დაუმტკიცებია კიდევაც ბევრჯერ.
დავით 67-ს
15 აგვისტო 2020 11:22
0
ოქროს ბურთების ბარიგა მესი როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშში ჩასვრილი დადიოდა.იტრაბახეთ რამდენი ასისტი აქვს გაკეთებული ესპანეთის ფარჩაკებთან.თან მარადონას რომ ადარებენ ამ ქალაჩუნას ეს უნამუსოები.
ფუ ბარსა,ფუ მესი
15 აგვისტო 2020 02:44
37
ზდიეთ მესის რამდენიც გინდათ
6.OKROS.BURTI
15 აგვისტო 2020 07:02
3
ეხლა ვინც გამოხტეს და მესის კრიტიკა დაიწყოს მარტომ რატო ვერ მოუგო ბაიერნსო და ეგეთები ის იყოს პუტინ მედვედევის საერთო შვილი.დ.დ. აბა ვის გინდათ?
a a
15 აგვისტო 2020 02:12
13
კაი ვარჯიში გამოუვიდა როტენს :):)
mia san mia
15 აგვისტო 2020 02:09
1
ბარსელონას არ წაუგია, ბარსელონა გაყიდეს. ბარსელონა არ დამხობილა, ბარსელონა დაანგრიეს და გაყიდეს. ეს ყველაფერი მიზანმიმართული ქმედება, არაფერი არ ყოფილა მოულოდნელი. დღეს ბარსელონას მოუგეს 8-2, მაგრამ ბარსელონა არის უფრო დიდი გუნდი. პსჟს 5-1 რომ ამოუქაჩა ის უფრო ძნელია, ეს დღეს იყო თამაში. გაწირულ ბარსელონას არღვევ და სანერვიულო არაფერი გაქვს, მაგრამ ის მერვე გოლიც ბარსელონას აღზრდილმა იუდამ იკისრა.
Stringeri.
15 აგვისტო 2020 02:02
52
დავით 67 _ არავითარი. არავითარ 9-2 ს არ ველოდებოდი ვიცოდი ეგ ყველაფერი. წლებია ანგრევენ ბარსას ყველაფერი აკეთეს მაგის მაქამდე მოსაყვანად. ყველა ხედავდით, და ყველამ მშვენივრად იცით რომ ეგრეა. არავის არაფერი არ მოსდის , და ვის რა მოუვა მაგას დაინახავთ
Stringeri.
15 აგვისტო 2020 06:59
4
Stringeri-ს. დღეს ერთმა ბარსას ფანმა მითხრა. რა ცუდია რომ ერთი მატჩია ეხლა ლიგაზეო, ორი რომ ყოფილიყო კამპ მოუზე 9-2 მოვუგებდითო. თანაც სერიოზულად ამბობდა. ესე მოგდის შენ))
დავით67
15 აგვისტო 2020 02:44
1
ყოველთვის ვწერდი რომ მესი ლეგანესს და ჟირონას რომ უტანს ის ფეხბურთელია რაც უკვე მეექვსე წელია მტკიცდება ხავის და ინიესტას გარეშე არაფერია და ვერც მოიგებს ლიგას ვერასდროს ამის შემდეგ ისე ამას არ მოველოდი პატიოსანი კაცი ამ თამაშის შემდეგ კარიერას დაამთავრებდა მაგრამ მესისტები იპოვით გამოსავალს სეტიენს დააბრალებთ ყველაფერს ვითომ სეტიენმა დაუგინა მესის არ გაიტანოო ხახახა
აუ
15 აგვისტო 2020 01:45
38
ამას ჰქვია ორალური სექსი
15 აგვისტო 2020 01:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული