სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
მაგრად გაუმართლა ბარსას რომ ორმატჩიანი არ იყო.
მათეუსი და რუმინიგე კიდე მოკრძალებულები ყოფილან.
Megreli
15 აგვისტო 2020 01:37
1
თურმე სრულიად მართლები ყოფილან მათეუსი და რუმენიგე,მე კი ვაკრიტიკებდი...ბრაზილია-გერმანიის სრული ანალოგი იყო,არ იციან ამ გერმანელებმა დანდობა.2-7 ტოტენჰემთან.2-8 ბარსასთან.გუნდია თუ მონსტრი,რა უბედურებაა.ეს ლენგლე რაღაც განსაკუთრებული ფენომენია...
master
15 აგვისტო 2020 01:34
0
გილოცავთ ბაიერნის ფანებს. ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებს ლიგის თასს!
ბარსა
15 აგვისტო 2020 01:34
4
1. დამარცხება მწარეა, მაგრამ ესე უბრძოლველად და უსახურად თამაში ეს მეორე კატასტროფაა.
2. იქნებ ახლა მაინც მოიყვანონ მწვრთნელი, რომელიც შეასრულებს თავის სამუშაოს და ბუტაფორია არ იქნება.
3. გადასაყენებელია ბართომეუ აუცილებლად თავის ყველა მიმყოლით.
4. გუნდს ჭირდება სასწრაფოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები.
ლევანი ბარსა
15 აგვისტო 2020 01:21
4
მომილოცია ახალი წელი
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
15 აგვისტო 2020 01:09
8
აღარ უნდათ თამაში თუ რა უბედურებაა, რა ჭირთ!!
Barsa
15 აგვისტო 2020 01:08
8
გაუპატიურება რა მუხლი?
გოგი
15 აგვისტო 2020 01:07
3
ყველამ თავის ბ-ზ მამიდას მოუაროს.უარესებიც ხდება
კახი კახა
15 აგვისტო 2020 01:04
30
მეტი რაღა უარესი ხდება დალოცვილო, 8 გოლი ერთ თამაშში ეზოს ფეხბურთის ანგარიშია. მეორედ ვნახე ასეთი თამაში და ორთავეში გერმანელები მონაწილეობდნენ. ერთი გუშინ და ერთი 2014 წლის მსოფლიოზე ბრაზილია 1:7 გერმანია. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანელებმა ზოგადად დანდობა არ იციან და ზეპროფეაიონალურად უდგებიან საქმეს. მსგავსად კონცენტრირებული კოლექტივები მე სხვა არც მინახავს.
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2020 12:17
0
ბაიერნი რომ სხვა დონეა დღეს ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, კორონას უნდა უმადლოდეთ 2 მატჩიანი არ იყო ეს მეოთხედფინალი თორე ალბათ ლიგის რეკორდი დამყარდებოდა.
Musenbezi
15 აგვისტო 2020 01:00
2
ესეთი ანგარიშები უაზრობაა ფეხბურთში.
მილანო
15 აგვისტო 2020 00:56
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული