სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
ბაიერნმა დაიმსახურა მოგება და მოიგო. მაგრამ ეს ყველაფერი ბარსას ადმინსტრაციის ბრალია როცა განათხოვრებული ფეხბურთელი გიტანს ორ გოლს ან და კოუტინიო 120 მილიონად ნაყიდ კაცს რო ანათხოვრებ და ამბობ არ მჭირდებაო ან კიდე რამდენი წარუმატებელი ტრანსფერი მოკლედ სუ დაასუსტეს ბარსელონა ამ სამი წლის განმავლობაში მოკლედ გასაშვებია მთლიანდ და ცვლილებებია საჭირო.
გიგა
20 აგვისტო 2020 18:05
0
მესი და სუარესი დიდი ფეხბურთელები არიან უდაოდ, მაგრამ ამ თამაშში იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი რომლსაც არც ერთი მათგანი არ ასრულებდა. "ბაიერნის" შეტევებისას ეს ფეხბურთელები უკან არ იწევდნენ და "ბარსას" პრესინგში ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ, ამის გამო ხშირად გამოდიოდა ისე რომ "ბარსელონა" სათამაშო მოედნის 8 ფეხბურთელით თამაშობდა დაცვისას ათის წინააღმდეგ. ძნელია მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და მით უფრო ფეხბურთის გენიას მოსთხოვო შავი სამუშაოს შესრულება, მაგრამ სხვაგვარად აღარ გამოდის თანამედროვე ფეხბურთში. შედეგიც სახეზეა.
ირაკლი
17 აგვისტო 2020 17:59
0
ეთამაშა მესის გაჩვენებდით ვინ მოიგებდა)
dudu
16 აგვისტო 2020 12:09
4
bavaria siti finali unda yofiliyo. mgonia siti gava finalshi. mcire upiratesoba bavarias aqvs magram siti bavariasnar shemtev gunds yovel kontrshetevaze dasjis.
goga
15 აგვისტო 2020 22:16
6
Mtavariia ar aichres exla baierni, radgan siti barselonasavit armiscems amdenis uflebas.
Miilani
15 აგვისტო 2020 16:39
4
დააბრუნეთ ერიკ აბიდალი, კრისტიან ტელო და ბოიან კრკიჩი!
ზუზუნა
15 აგვისტო 2020 16:21
3
ბაიერნი ესეთი გუნდია, თუ წაუვიდა თამაში და იგრძნო ბევრ გოლს იტანს. თუ არადა ბევრ გოლს უშვებს. რომა-ბაიერნი 1-7. ტოტენჰემი-ბაიერნი 2-7 და გუშინდელი. სამაგიეროდ პსჟ-ბაიერნი 3-0. ბაიერნი-რეალი 0-4 და ა.შ. წაუვა თუ არა მაგაზე თამაშობს.
321
15 აგვისტო 2020 16:04
12
ბაიერნს თამაში წაუვიდაო, ეტყობა მაგიდის ჩოგბურთს უყურებდა, მთელი სეზონია დაფრინავს ბაიერნი და თურმე თამაში წაუვიდა. უაზრო კომენტარების წერას სულ. რომ არ დაწეროთ არ ჯობია?
Musenbezi
15 აგვისტო 2020 16:43
1
მწვრთნელი არაფერ შუაშია ფეხბურთელები თამაშობენო, იმას როგორ დავიჯერებ, რომ ლაიპციგის ფეხბურთელების პოტენციალი უფრო მაღალია, ვიდრე ბარსას მოთამაშეების. იმას არ ვიძახი რომ კარგი მწვრთნელით ლიგას მოიგებდა ბარსა, მაგრამ არც ასე არ შერცხვებოდა. გუნდს მწვრთნელი არ ყავს უკვე წლებია. ვითომ უმნიშვნელო ნიუანსია, მაგრამ მაინც ვიტყვი, ვალვერდეს და სეტიენის სახეზე მოგების და წაგების შემთხვევაშიც ერთნაირი უემოციო გამომეტყველებას ვხედავთ, აფსოლიტურად უემოციო მწვრთნელები, რომლებიც თამაშის მოგების სურვილს დაგიკარგავენ რაც აისახა გუნდის თამაშზე და მოტივაციაზე.

ბარსელონას ამ ეტაპზე სჭირდება მწვრთნელი არა მხოლოდ ტაქტიკოსი, არამედ ფსიქოლოგი რათა მათში გააღვიძოს მოგების და თავდაჯერებულობის წყურვილი. ბარსელონა ისევ აღდგება
ფეხბურთი
15 აგვისტო 2020 14:47
2
მესი რო არ იყო მაგიტო წააგეს :)
შაკო
15 აგვისტო 2020 14:16
1
ეეჰ, არადა ჩემპიონობა წაგვართვეს და ლიგას მოვიგებთო როგორ იჭაჭებოდნენ ზოგზოგიერთები:):):):)

დაიწერეთ ახლა მაიკაზე 2:8 და პირობას გაძლევთ ბევრს გაყიდით, რეალის ყველა ფანი იყიდის და ფულს იშოვით :):):):)
sormona
15 აგვისტო 2020 13:58
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული