პიკე: ეს ფსკერია, მზად ვარ წავიდე

AutoSharing Option
"ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" ნირწამხდარმა მცველმა ჟერარ პიკემ გააკეთა.

"კოშმარული თამაში, საშინელი შეგრძნება, სირცხვილი - ასეთია მომხდარის შესაბამისი შეფასება.

ევროტურნირებზე ასე ასპარეზობა არ შეიძლება და ეს პირველად, მეორედ ან მესამედ არ გვემართება.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და იმედია, სასარგებლო დასკვნას გამოვიტანთ. საჭიროა რეაქცია, ცვლილებები.

ახლა არ ვლაპარაკობ არც მწვრთნელზე და არც ფეხბურთელებზე, არავისზე არ მინდა მივუთითო, მაგრამ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებები, რადგან მსგავსი რამ პირველად არ გვემართება.

ხელშეუხებელი არავინაა, თუ ახალი სიხსლი და დინამიკაა საჭირო, მე მზად ვარ წავიდე.
პირველი ვარ, ვინც ამ შემთხვევაში წასასვლელად მზადაა, რადგან ფსკერზე დავეშვით.

რეაგირება გუნდში ყველამ უნდა მოახდინოს და გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება იქნება გუნდისთვის უკეთესი. ახლა მთავარი ესაა", - დაიჩივლა პიკემ "მარკასთან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
პიკუშ შენ არა!!!! ბართომეუ თავისი ნახირი სეტიენებით და სარაბიებით გარეკეთ დროზე.
10
15 აგვისტო 2020 07:48
2
ფსკერი არა სექსი,ხო ამბობდი ხშირად სექსის ტოლფასიაო რომ ჩაგრავდით ფორმაში არ მყოფ გუნდებს,ასეა ცოტა შორს უნდა გაიხედო ხოლმე,ისე რამდენჯერ მოგივიდათ ასე, ცოტა მეტისმეტი ხომ არ არის!!???
erera
15 აგვისტო 2020 07:36
15

სიახლეები პოპულარული