სეტიენი: დამამცირებლად დავმარცხდით - პიკე რაღაცაში მართალია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"ეს დაუჯერებლად მტკივნეული წაგებაა. დამამცირებელი დამარცხება. ძალიან ბევრი გოლი გავიდა. "ბაიერნი" ძალიან ეფექტური იყო და უბრალოდ დაგვჯაბნა.

ახლა ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, გავაგრძელებ მუშაობას თუ არა. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ მარცხის გათვალისწინებით სიტუაციის გააზრებაა საჭირო.

პიკეს ნათქვამს არ ჩავუღრმავდები. მე აქ 6 თუ 8 თვეა რაც ვარ, მაგრამ ის რაღაცაში მართალია. ახლა ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ და მხოლოდ დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია", - ციტირებს სეტიენს El
Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთელს რომ უშვებ იჯარით ხელშეკრულებაში ის მაინც ჩაწერე რომ შენ წინააღმდეგ არ ქონდეს თამაშის უფლება, ხო დამთავრდებოდა ეს თამაში 5:2 (ეს ანგარიში შედარებით ნაკლებად სამარცხვინოა)
maroko
15:05 15-08-2020
2
თუ ვინმე უნდა წავიდეს გუნდიდან ეს მესიმ უნდა გააკეთოს პირველმა თუ მართლა უყვარს ეს გუნდი და აცალოს გუნდური თამაში ისწავლოს კლუბმა და არა ერთ მოთამაშეზე
Xaaa
14:01 15-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული