უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მიულერი: მაგრად ვიხალისეთ - აქ ტურნირის მოსაგებად ვართ

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელი ტომას მიულერი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნამატჩევს (8:2) სიხარულს ვერ მალავდა.

"ამის ახსნა რთულია. ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივ ფორმაშია. მადლობა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს. თუმცა, ამ პრიზს ჩვენი გუნდიდან 12 თუ 15 ფეხბურთელი იმსახურებდა. იმდენად ინტენსიურად ვთამაშობთ, რომ ჩვენი ძლევა ძნელია.

დღეს მაგრად ვიხალისეთ. ფეხბურთელთა სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა, "ბარსელონა" განსაკუთრებული გუნდია, ამდენად უფრო აგრესიულად მოქმედება მოგვიწია.

ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ძალები აღვიდგინოთ. ჩვენ აქ ტურნირის მოსაგებად ვართ, - განაცხა
და მიულერმა BT Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ