უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კოუტინიო "ბარსას" განადგურებაზე: ბედნიერი ვარ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში აღნიშნული გუნდების შეხვედრის შედეგი შეაფასა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით,"- აღნიშნა კოუტინიომ.

შეგახსენებთ, "ბაიერნმა" "ბარსელონას" 8:2 მოუგო. 1946 წლის შემდეგ კატალონიურმა გრანდმა პირველად გაუშვა 8 გოლი. "ბაიერნი" კი ლიგის ნახევარფინალში "სიტისა" და "ლიონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მომზადებული Daily Mail-ის მიხედვით