უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" სტადიონზე მომხდარი სირცხვილის ჭამა არ აკმარა და ახლა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ კატალონიელებს დასცინა კიდეც.

ფოტო, რომელიც ივლისშია გადაღებული და ბუნდესლიგის ზედიზედ 8-ჯერ მოგებას აღნიშნავს, გერმანელებმა სოციალურ ქსელში ახლაც განათავსეს. მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები თავის დროზე ვარჯიშის დროს სიმეტრიულად ისე დადგნენ, რომ დრონით გადაღებულ ფოტოზე "8-იანი" იყო გამოსახული.

Sportall.Ge

გერმანელების დაუნდობლობის შესახებ არსებული ხმები ტყუილი რომ არაა, ამ მაგალითიდანაც ჩანს. კატალონიელებს ჯერ საქვეყნოდ მოჭრეს თავი, ახლა კი მიცვალებულს საფლავშიც არ ასვენებენ...

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ