მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეისეირნა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლიონს" 3:0 მოუგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.

ფრანგებმა რიგიანი წინააღმდეგობა ბავარიულ გრანდს მხოლოდ პირველ გაშვებულ გოლამდე გაუწიეს. მას შემდეგ თამაშს "ბაიერნი" აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "ლიონმაც" მწვავედ შეუტია.

ანგარიში მე-18 წუთზე სერჟ გნაბრიმ გახსნა - რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და აუღებლად დაურტყა ენტონი ლოპეშს. გნაბრიმ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა - ლევანდოვსკიმ საოცარი პოზიციიდან ვერ გაიტანა, გარემარბმა კი დამატებაზე ყველას აჯობა. გერმანელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს
ჰქონდა, თუმცა 88-ე წუთემდე ვერცერთი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს. მატჩის საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე კი ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა - კიმიხის ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:0.

ლისაბონი. "ხოსე ალვალადე"
ბაიერნი - ლიონი 3:0
გნაბრი 1:0, 2:0, (18, 33), ლევანდოვსკი (88)

ფინალში კი გერმანელებს გაცილებით ძლიერი მეტოქე - "პარი სენ ჟერმენი" ელოდებათ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
უკაცრავად და მეცოდება პსჟ. ანგარიში პსჟ-ბაიერნი 0:6
givi
20 აგვისტო 2020 14:15
5
პსჟ-ბაიერნი 0-6? არა 0-46 დამთავრდება! ბოლო თამაშში ამოტენა პსჟმ 3-0
123
20 აგვისტო 2020 20:07
1
ძალიან კარგი გუნდია ბაიერნი მაგრამ დაცვაში აშკარა პრობლემები აქვთ პირველ თხუთმეტ წუთში ლიონს კლასი დააკლდა თორემ ორი გოლი მაინც უნდა გაეტანა მინიმუმ,გამართლებაცაა... შემდეგ მომენტებზე აღარაფერს ვამბობ...ასეთი შეცდომებით ბაიერნი ვერ გახდება ჩემპიონი თუ ასეთი შეცდომები დაუშვა ფინალში...რაც შეეხება ფინალს ვერატი და ნავასი თუ გამოჯანმთელდნენ და იყვნენ სასტარტოში ჩემი აზრით პსჟ აუცილებლად გაიმარჯვებს არ მგონი ფლანგებზე ბაიერნის დაცვამ გაუძლოს ასეთი შეცდომებით პსჟ აუცილებლად იხეირებს...ბოლო წლების საუკეთესო ფინალს ველი...ვნახოთ რა იქნება...კიდევ იმასაც დავამატებ ნეიმარმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს მომენტები რაც ვერ გააკეთა წინა ორ მატჩში...იმედია მბაპე ისევ გაიპრწყინებს როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ...მიუხედავად ამდენი ვარსკვლავის ჩემთვის საკვანძო ფეხბურთელი ვერატია...
აკაკი
20 აგვისტო 2020 13:30
6
ობიექტური და ნეიტრალური პოზიციიდან თუ შევხედავთ, ბაიერნი ბევრად გამოცდილია და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ამ სეზონში. გარდა ამისა, პსჟსთან შედარებით ძლიერი გუნდები ჩამოიშორა. ნამდვილად ეკუთვნის გამარჯვება და ალბათ მოიპოვებს კიდეც
!!!!
20 აგვისტო 2020 12:21
2
გნაბრი როდის შემდეგ არის ფრანგი?
ტოლდო
20 აგვისტო 2020 11:49
0
ფეხბურთი არის სპორტი , სადაც 11 ადამიანი თამაშობს 11 ადამიანის წინააღმდეგ და სადაც ყოველთვის იმარჯვებენ გერმანელები.
გარი ლინეკერი
Megreli
20 აგვისტო 2020 11:06
4
ვნახავთ, დი მარიას, მბაპეს, ნეიმარის და იკარდის შეტევებს როგორ გაუძლებენ. განა ბარსელონა იქნება ფინალში. ეს პსჟეა. ბარსას დრო წავიდა. ეხლა პსჟე მოდის.
იკა
20 აგვისტო 2020 11:05
5
ბარსას დრო, მალევე მოვა.
იკა ბოღმას
20 აგვისტო 2020 12:58
1
რაც ლიონს დამართეს, იგივეს დამართებენ მაგათაც.
????
20 აგვისტო 2020 12:17
2
ყველა გამოხმაურება
პსჟ-ს უკეთესი ფეხბურთელები ყოლია, მაგრამ ფეხბურთი ის სპორტია სადაც ბოლოს მაინც გერმანელები იმარჯვებენ, ძალიან მარტივად მოვუგებთ შეიხებს, ასე რომ დამშვიდდით და ბევრს ნუ იღელვებთ, შედეგი წინასწარვე ცნობილია.
Musenbezi
20 აგვისტო 2020 11:01
6
ვაუ ვანგები რამდენია.
321
20 აგვისტო 2020 11:07
2
პსჟ_ს უფრო ძლიერი ფეხბურთელები ყავს.
123
20 აგვისტო 2020 10:44
3
იმდენად დამწუხრებულია ხალხი დინამოს წაგებით რომ ლიგის ნახევარფინალის მატჩზე კომენტარი ერთი კაცის გარდა არავის გაუკეთებია. ფიფია და კობიაშვილო ჩამოშორდით სპორტს საერთოდ . ხალხის წამებისთვის ხართ დაბადებულნი?
დავით 67
20 აგვისტო 2020 06:40
2
აუ რა ფინალი იქნება!!!!!
პსჟმ მინდა მოიგოს, პირველი მაინც პირველია. გერმანელებს ოხრად აქვთ.
Megreli
20 აგვისტო 2020 02:43
10

სიახლეები პოპულარული