მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეისეირნა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლიონს" 3:0 მოუგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.

ფრანგებმა რიგიანი წინააღმდეგობა ბავარიულ გრანდს მხოლოდ პირველ გაშვებულ გოლამდე გაუწიეს. მას შემდეგ თამაშს "ბაიერნი" აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "ლიონმაც" მწვავედ შეუტია.

ანგარიში მე-18 წუთზე სერჟ გნაბრიმ გახსნა - რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და აუღებლად დაურტყა ენტონი ლოპეშს. გნაბრიმ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა - ლევანდოვსკიმ საოცარი პოზიციიდან ვერ გაიტანა, გარემარბმა კი დამატებაზე ყველას აჯობა. გერმანელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს
ჰქონდა, თუმცა 88-ე წუთემდე ვერცერთი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს. მატჩის საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე კი ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა - კიმიხის ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:0.

ლისაბონი. "ხოსე ალვალადე"
ბაიერნი - ლიონი 3:0
გნაბრი 1:0, 2:0, (18, 33), ლევანდოვსკი (88)

ფინალში კი გერმანელებს გაცილებით ძლიერი მეტოქე - "პარი სენ ჟერმენი" ელოდებათ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
უკაცრავად და მეცოდება პსჟ. ანგარიში პსჟ-ბაიერნი 0:6
givi
14:15 20-08-2020
5
ძალიან კარგი გუნდია ბაიერნი მაგრამ დაცვაში აშკარა პრობლემები აქვთ პირველ თხუთმეტ წუთში ლიონს კლასი დააკლდა თორემ ორი გოლი მაინც უნდა გაეტანა მინიმუმ,გამართლებაცაა... შემდეგ მომენტებზე აღარაფერს ვამბობ...ასეთი შეცდომებით ბაიერნი ვერ გახდება ჩემპიონი თუ ასეთი შეცდომები დაუშვა ფინალში...რაც შეეხება ფინალს ვერატი და ნავასი თუ გამოჯანმთელდნენ და იყვნენ სასტარტოში ჩემი აზრით პსჟ აუცილებლად გაიმარჯვებს არ მგონი ფლანგებზე ბაიერნის დაცვამ გაუძლოს ასეთი შეცდომებით პსჟ აუცილებლად იხეირებს...ბოლო წლების საუკეთესო ფინალს ველი...ვნახოთ რა იქნება...კიდევ იმასაც დავამატებ ნეიმარმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს მომენტები რაც ვერ გააკეთა წინა ორ მატჩში...იმედია მბაპე ისევ გაიპრწყინებს როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ...მიუხედავად ამდენი ვარსკვლავის ჩემთვის საკვანძო ფეხბურთელი ვერატია...
აკაკი
13:30 20-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული