"ბაიერნის" მცველი: მესის მატჩის შემდეგ მაისური ვთხოვე...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის მაისური სთხოვა, თუმცა ხელცარიელი დარჩა.

"ლეოს მაისური ვთხოვე, თუმცა, მგონია, ცოტა უხასიათოდ იყო... არა უშავს, ყველაფერი ნორმალურადაა. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე უარს არ მეტყვის", - განაცხადა 19 წლის ჩრდილოამერიკელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მესის მაისურის გარეშე დარჩა, დევისს სანუგეშოდ 8:2-იც ეყოფა. ამასთანავე, მისი გუნდი უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 16 /
თქვენ დაშოშმინდით მესისტ-მესიტურბატორებო ისა სჯობია. ეხლა მაინც
ნიკა
21:39 20-08-2020
8
მესიმ მაგ მატჩში მშვენივრად ითამაშა, ბევრი მომენტიც შექმნა. ბარსელონას წარუმატებლობა ყველას ბრალია მის გარდა. ხოლო ბარსელონას წარმატება, კარგახანია მხოლოდ მესის ზურგზეა. ბაიერნის გულშემატკივრობა რეალობის დანახვაში ხელს არ მიშლის.
არკადი
21:17 20-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული