ტომას მიულერი: გვსურს ევროპის მეფეები გავხდეთ!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ტომას მიულერმა პსჟ-ის წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

"ისტორიული მომენტია და უდიდეს მოტივაციას გვმატებს. შესაძლოა დაუჯერებელი რამ მოხდეს და "ტრებლი" მეორედ ასე მცირეხნიან მონაკვეთში მოვიგოთ. ბევრი ფეხბურთელისთვის კი ეს პირველი "ტრებლი" იქნება. ამისთვის "ბაიერნს" დღეს გამარჯვება სჭირდება, თუმცა პსჟ ამ იდეას მთელი ძალით დაუპირისპირდება.

პარიზულ კლუბს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს და ყველაფერთან ერთად, ისინი უფრო გამოცდილები ჩანან. ჩვენ კი საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ.

შვებულებაში გაღიმებული სახეებით გასვლა რომ მოვახერხოთ, ამისთვის მაღალ ნოტზე
უნდა დავასრულოთ შეჯიბრება. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი საოცარი სტიმულია. ჩვენ ევროპის მეფეებად გახდომა გვსურს!" - განაცხადა ტომასმა.

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალი დღეს, 23 აგვისტოს შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლა ვინაა დედოფალი ხომ ხედავთ რას ერჩით ამ ბაიერნს რაგინდათ გუნდი რომ იგებს და ვიღაც ვიღაცეები მართლა რო გაადრდოფლეს
1
ფეხბურთს ერთი მეფე ჰყავს, დიდი ფული, რით ვერ გაიგეთ კაცო ვაა...რატო ჩხუბობთ,ვისი ფული ვერ გაიყავით, რისთვის ბალეშიკობთ, იცით კი???
Tik-tok
00:36 24-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული