უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ტუხელი: პირველებს რომ გაგვეტანა გოლი, 1:0-ს მოვიგებდით

AutoSharing Option
"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ პსჟ-ის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ. გული და ყველაფერი დანარჩენი მოედანზე დავტოვეთ. ეს ფინალში მოსალოდნელია. შედეგის კონტროლირება არ შეგვიძლია. თავიდანვე ვიფიქრე, რომ პირველი გოლი შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო. ორ ძალიან ძლიერ გუნდს შორის სხვაობა ერთგოლიანი იყო.

ვამაყობ ჩვენი მენტალიტეტით და რამდენიმე უკანასკნელი მატჩით. ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება მწვრთნელმა მოითხოვოს. დიახ, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ძალიან არა.

პირველი გოლი დაგვაკლდა. მომენტები გვქონდა, გოლი კი მათ გაიტანეს. დარწმუნებული ვარ, პირველი გოლის გატანის შემთხვევაში 1:0-ს
მოვიგებდით. საკმარისად ცივსისხლიანები არ ვიყავით. გვინდა მბაპემ და ნეიმარმა ყოველთვის გაიტანონ, მაგრამ ამის მოთხოვნა არ შეიძლება", - ციტირებს ტუხელს უეფას საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ