უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ფლიკი: მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ რამდენჯერმე გადაგვარჩინა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ის 1:0 დამარცხების შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განვლილი მატჩი საკმაოდ თავშეკავებულად მიმოიხილა.

"თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს, რომელმაც რამდენჯერმე გადაგვარჩინა.

ბევრი კითხულობდა, თუ როგორ დავიცავდით თავს პარიზელთა შესანიშნავი თავდამსხმელებისაგან. ამ მხრივ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. გუნდმა საქმისადმი სწორი დამოკიდებულება აჩვენა. ამის ყურება სასიამოვნო იყო.

შესაძლოა, ამ სეზონში კომანი ბოლოს და ბოლოს რიბერისა და რობენის ჩრდილიდან გამოვიდა. არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონია და დღეს გოლიც გაიტანა.

მე არ მითქვამს, ზეიმი როდის უნდა დავასრულოთ.
გამარჯვების შემდეგ უნდა იზეიმო. საღამოს გამართვაა საჭირო და ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი როდის დასრულდება", - განუცხადა ფლიკმა უეფას საიტს.

alt"ბაიერნმა" პსჟ დაჯაბნა და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]