კილიან მბაპემ ფინალის წაგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალში "ბაიერნთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"იმედგაცრუებულები ვართ, ვერ შევძელით წლის საუკეთესო ჯილდოთი დამთავრება, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი. მთელი ძალით ვიბრძოდით.

ვულოცავ მიუნხენის "ბაიერნს". და ძალიან დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისათვის." - დაწერა ახალგაზრდა ვარსკვლავმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

პსჟ-მა საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი ითამაშა და ისიც წააგო, ხოლო ბავარიულმა გრანმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულო მე-6-ედ მოიგო და "ლივერპულს" დაეწია. წინ მხოლოდ "მილანი" (7) და
მადრიდის "რეალი" (13) არიან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Eyida im arab miliardels chemi sayvareli gundi da minimum ertxel eqneboda liga mogebuli.
Milani
20:09 24-08-2020
1
დარწმუნებული ვარ კილიან მბაპე ლიგას ორჯერ მაინც მოიგებს მინიმუმ ასე რომ წინ დიდი გამარჯვებები გელოდება კილიანა შენ ჯერ ბავშვი ხარ უნდა წაგეგო რომ შემდეგ მოგება მოგინდეს .რაც შეეხება ბავარიას ეს არის 21 საუკუნის საოცრება გუნდი ამხელა პრესინგი ითამაშო 90 წუთი 46 წლის ვარ და ჯერ ვერ ვიხსენებ ვინმეს ასე ეთამაშოს ისე კი ამ ბავარიას მსოფლიოს რომელი ნაკრები დაუდგება?საინტერესოა.
dato
18:25 24-08-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული