უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კლოპი: "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუმართლა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" მიერ პსჟ-ის 1:0 დამარცხებაზე გააკეთა კომენტარი.

"რთულია 8 თვეში ამაზე უკეთესი ისტორია დაწერო. "ბაიერნს" ცოტა გაუმართლა. ეროვნული ლიგების მთელი ამ ქაოსისას მათი კალენდარი ჩემპიონთა ლიგისთვის სხვებთან შედარებით უკეთესი იყო.

ახლა ეს ერთ-ერთი აბსოლუტურად საუკეთესო გუნდია. ისინი არაჩვეულებრივად არიან დაკომპლექტებულნი. ყოველ პოზიციაზე მსოფლიოს დონის მოთამაშე ჰყავთ და ყველანი გაფურჩქვნის ასაკში არიან", - განაცხადა კლოპმა ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.