ქართველი ტიტანების ჯახში მოყვა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

32 კლუბი 8 ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A  ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, მოსკოვის ლოკომოტივი;

B ჯგუფი: რეალი, შახტარი, ინტერი, გლადბახი;

C ჯგუფი: პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი;

D ჯგუფი: ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი;

E ჯგუფი: სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი;

F ჯგუფი: ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე;

G ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, კიევის დინამო, ფერენცვაროში;

H ჯგუფი: პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ისტანბულ ბაშაქშექირი;

"სიკვდილის ჯგუფები" შეგვიძლია D, F და H ჯგუფებს ვუწოდოთ.

"აიაქსი" და
"ატალანტა" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და "ლივერპულს", ალბათ, დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ, ერთმანეთთან გასამართ მატჩებზე რომ არაფერი ვთქვათ.

"დორტმუნდი" F ჯგუფში ცალსახად საუკეთესო გუნდია, თუმცა "ზენიტი" და "ლაციოც" არაფერს დათმობენ.

H ჯგუფს რაც შეეხება, პსჟ-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დამატებული  ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტი "ლაიპციგი" აშკარა ინტრიგას ქმნის.

დანარჩენ ჯგუფებში კი 1 ან 2 გამოკვეთილი ფავორიტი მაინც არის.

განსაკუთრებულ დატვირთვას G ჯგუფი იწვევს, რომელშიც "იუვე" და "ბარსა" მოხვდნენ. რონალდუ და მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ჯგუფში იასპარეზებს ლაშა დვალის "ფერენცვაროშიც".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
Liverpuls jgufshi chatoveben egeni.
Milani
18 ოქტომბერი 2020 12:37
0
ხოჭოლავას შახტარი უარეს დღეშია:)
emigranti
03 ოქტომბერი 2020 00:08
0
სათაურის შინაარსი ცალსახად წარმოაჩენს თუ რა კრეტინებთან, ან ვერაგ პროვოკატორებტან გვაქვს საქმე!
shoda
02 ოქტომბერი 2020 18:11
0
ქართველი ტიტანების ჯახში მოჰყვა???
ეს ოთხი სიტყვა რა შუაშია..
გიორგი
02 ოქტომბერი 2020 11:25
0
რაღა უნდა ითამაშოს აიაქსმა,დარჩა ვინმე საერთოდ?მგონი მარტო ტადიჩი.ევროპა ლიგაზეც ვერ გადავა.
Master
02 ოქტომბერი 2020 10:10
0
მგონი პირველად მოხდა არცერთი ჯგუფი რომ არაა "სიკვდილის" და სტატიაში ერთბაშად 3-ს გვისახელებენ, ცოტა სასაცილოა
გიორგი
02 ოქტომბერი 2020 01:46
2
კამყოფილი ვარ ამ ჯგუფის რეალის ფანი
macbook pro
01 ოქტომბერი 2020 23:34
1
ფერენცვაროშს და კიევს მოუწევთ ჰარდკორი
შაკო
01 ოქტომბერი 2020 21:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული