კიელინი: "იუვენტუსი" ვალდებულია კიევის "დინამო" დაამარცხოს

AutoSharing Option
კიევის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ კომენტარი "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

"კიევში 3 ქულა უნდა ავიღოთ, სხვანაირად არ შეიძლება. "იუვენტუსში" ფეხბურთელები გამოიცვალნენ, თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები არ არის, ეს ნორმალური პროცესია. ერთად ბევრი არ გვივარჯიშია, თანდათან ახალგაზრდებს დავუთმობთ გზას.

"იუვენტუსი" ვალდებულია გაიმარჯვოს. აი, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვჭირდება ფორმის პიკზე გასასვლელად. ყოველ სეზონს ამ ტურნირის მოგების მიზნით ვიწყებთ. ევრო 2012-დან უკრაინასთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს. ფინალში დავმარცხდით, მაგრამ იქამდე კარგი გზა გავიარეთ. იმედია,
"დინამოსთან" შეხვედრის შემდეგაც კარგი მოგონებები დაგვრჩება", - განაცხადა კიელინიმ პრესკონფერენციაზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრამ ვერ შეიძლებს!
jango
17:30 20-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული