უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: ტურნირი პოსტსაბჭოთა გუნდების მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტური ორი მატჩით გაიხსნა.

"ზენიტმა" საკუთარ მოედანზე კი მოახერხა "ბრიუგესთან" ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და დამარცხდა.

კიევის "დინამომ" სახლში მხოლოდ შესვენებამდე გაუძლო "იუვენტუსს",. მეორე ტაიმში ალვარო მორატამ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს პირველი გამარჯვება მოუპოვა. მასპინძელთა გუნდში სათადარიგო იყო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.

"იუვეს" მცველმა ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო და მე-19 წუთზე შეცვალეს. მან შეხვედრის წინ თქვა, რომ ვალდებულები იყვნენ, მოეგოთ.

F ჯგუფი

პეტერბურგი. "გაზპრომი"
ზენიტი - ბრიუგე 1:2
გოლები: 0:1 დენისი (63), 1:1
ხორვატი (74, საკ. კარში), 1:2 დე კატელარე (90+3)

G ჯგუფი

კიევი. "ოლიმპიისკი"
დინამო (კ) - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)

ასევე დაგაინტერესებთ