უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სოლსკიაერი: მაკტომინიმ ცალი თვალით ითამაშა - მან ლინზა დაკარგა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ფრანგული პსჟ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კონფერენცია გამართა "წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა ულე გუნარ სოლსკიაერმა, რომელმაც მატჩის საკვანძო მოთამაშედ სკოტ მაკტომინი დაასახელა.

"რეზულტატის ფონზე, ლოგიკურია, რომ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი შემიძლია გამოვარჩიო, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მაკტომინიმ მთელი პირველი ნახევარი ერთი თვალით ითამაშა. 

შეხვედრის სტარტზე მან კონტაქტური ლინზა დაკარგა, თუმცა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა" - განაცხადა სოლსკიაერმა.

Itemid=305" target="_blank">altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსამ" "ფერენცვაროში" არ დაინდო, "მანჩესტერმა" პსჟ-ს მოუგო [VIDEO]