უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა, შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. 

ძალიან საინტერესო შეხვედრის მოლოდინში, მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება სერჟ გნაბრის საკითხმა მიიპყრო. გერმანელ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც "რეკორდმაისტერში" პანიკის საბაბი გახდა.

გნაბრიმ ტესტის შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც დანარჩენ მოთამაშეთა დაინფიცირების რისკს საგრძნობლად ზრდის. ამის ფონზე, შესაძლოა, დღევანდელი დაპირისპირება გადაიდოს.

UEFA-ს რეგულაციების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირველი გუნდის მინიმუმ 13 მოთამაშეს (მათ შორის, ერთი გოლკიპერი) ვირუსი არ აღმოაჩნდება, მადრიდულ გრანდთან დაპირისპირება გაიმართება.