სენსაცია: ხოჭოლავას "შახტარმა" მადრიდში "რეალს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "შახტარმა" გასვლაზე "რეალი" დაამარცხა, ხოლო "ზალცბურგისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" შეხვედრა 2:2 დასრულდა.

დონბასელებმა დებიუტში კასტილიელთა იერიშები მოიგერიეს, დაცვაში კი ჩინებულად ირჯებოდა ხოჭოლავა. სადღაც მე-15 წუთისათვის "შახტარი" გათამამდა, მეტოქის ნახევარზეც აინაცვლა და პირისპირ გასულ მარლოსს კურტუამ არ დაანება გატანა, მაგრამ შემდეგ სწრაფი კონტრშეტევებისას სამჯერ დაამწუხრეს მადრიდელები და პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "რეალი" გააქტიურდა და მოდრიჩმა და ვინისიუსმა (შეცვლაზე შესვლიდან 15 წამში) დალაშქრეს ტრუბინის კარი. მერე ტეტე გაიჭრა მეკარესთან ერთი-ერთზე და დიდებული
მომენტი ვერ გამოიყენა. მე-80 წუთზე მარლოსის გატანილი გოლი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ და ვალვერდემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა არბიტრმა ამჯერადაც ოფსაიდი დააფიქსირა და "მეშახტეებმა" გაიმარჯვა.

"რეალმა" სერხიო რამოსის გარეშე ტურნირზე უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 7 წააგო. ამას გარდა, 1981 წლის შემდეგ პირველად, ზედიზედ სამი მარცხი იწვნია.

A ჯგუფი

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ლოკომოტივი (მ) 2:2
გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 სობიოსლაი (45),2:1 იუნუზოვიჩი (50), 2:2 ლისაკოვიჩი (75)

B ჯგუფი

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - შახტარი 2:3
გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, საკ. კარში), 0:3 სოლომონი (42), 3:1 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)

მკითხველის კომენტარები / 8 /
აი ამიტომ არ აწყობთ ვარი ლოოოლ
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
22 ოქტომბერი 2020 13:39
3
ეხლანდელ ნაკრების თამაშებზე მთელი ერთი კვირა გაატკუცინესო კარანტინშიო იმის გამო რო შახტარში კორონა იყოო,ასე უცებ ფორმა რო აღიდგინა და რეალთან მაგრა იდგა საღოლ ძმაო რაა
ვატო
22 ოქტომბერი 2020 11:56
0
მადრიდული კლუბები დროებით კრიზისში არიან, მაგათ ფონზე ბავარია და სხვებიც ძლიერებად მოსჩანან. შახტარი გუშინ საკმაოდ სუსტი შემადგენლობით იყო, ბევრი აკლდა მაგრამ მაინც ივარგეს და პირველი ტაიმი ლამაზი ითამაშეს>
წარმატებები დავითს და შახტარს. იმედია კიევის დინამოც ცოტა გაიფაფხურებს, ალბათ ის ისევ ევროპალიგაზე მოხვდება.
jango
22 ოქტომბერი 2020 11:15
1
ძალიან კარგად ითამაშა. კარგად იგერიებდა შეტევებს. საიმედოდ გამოიყურებოდა. იმედია ნაკრებშიც ასე იქნება.
ჯ.ჩ.
22 ოქტომბერი 2020 08:59
0
ნოემბრის სანაკრებო თამაშებში დაცვის ცენტრში კვირკველიასთან ერთად ხოჭოლავა იდგება უეჭველად. ალბათ ოქტომბრის თამაშებშიც მასე იქნებოდა პრობლემა რომ არ ჰქონოდა.
ანესთეზეოლოგი
22 ოქტომბერი 2020 08:19
0
ზოგადად ხოჭოლავა კაი საიმედო ბიჭია თან ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ესეთ ფორმაში მაგ და კვირკველია გაივლი იქნება.წარმატებები და მერვედფინალში მენახე
თემური
22 ოქტომბერი 2020 00:19
0
ხოჭოლავა ტამაშბს რიალის ინტერის დ ატობ კლუბების წინააგმდეგ და დიდ გამოცდილებას იგებს ნაკრებში სათადარიგო მცველად არის უმეტესად.რაც ცუდია იმედია ნაკრების სასტარტოში ვიხილავთ
emgranti
21 ოქტომბერი 2020 23:46
1
ხოჭო!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი!!! აი მასეთ მაგარ ფორმაში ჩამოდი ნაკრებშიც!!!
გილოცავ
21 ოქტომბერი 2020 23:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული