უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

PREVIEW - "შახტარი"-"ინტერი". ხოჭოლავას კიდევ ერთი რთული მატჩი

AutoSharing Option
დღეს "შახტარი" "ინტერს" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა უკრაინელთა რიგებში ასპარეზობს. 

პირველ ტურში დონეცკელებმა მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ძალიან კარგი მატჩიც ჩაატარა. სწორედ ამიტომ, დღეს, დიდი ალბათობით, მას მოუწევს ლუკაკუ-ლაუტაროს წყვილთან თამაში. 

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევროპა ლიგის ნახევარფინალში შედგა, სადაც "ინტერმა" 5 უპასუხო ბურთი გაიტანა და მოწინააღმდეგე გაანადგურა. 

ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება დღევანდელ მატჩს. 

"შახტარი" - ისმაილი, კონოპლიანკა, კოვალენკო, კრისტოვი და მორაესი.

"ინტერი" - გალიარდინი, ვესინო, რადუ, სანჩესი და შკრინიანრი.
საეჭვოა იანგისა და სენსის თამაში. 

სავარაუდო შემადგენლობა:

"შახტარი" - ტრუბინი, დოდო, ბონდარი, ხოჭოლავა, კორნიენკო, მაიკონი, ტეტე, მარლოსი, ალან პატრიკი, სოლომონი და დენტნიო. 

"ინტერი" - ჰანდანოვიჩი, ამბროსიო, ბასტონი, კოლაროვი, ბროზოვიჩი, ბარელა, ვიდალი, ერიკსენი, პერისიჩი, მარტინესი და ლუკაკუ. 

altPREVIEW - ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური