რატომ არ ითამაშებს ტიაგო სილვა "კრასნოდართან"?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რუსული "კრასნოდარი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება. 

აღნიშნული შეხვედრის წინ E ჯგუფში აბსოლუტურად ერთგვაროვანი სიტუაციაა. ოთხივე გუნდს თანაბარი რაოდენობის ქულა აქვს და შესაბამისად, სატურნირო თვალსაზრისით, გუნდებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდებათ.

ფრენკ ლამპარდის გუნდს, კეპასა და ალონსოს გარდა, ტიაგო სილვა ვერ დაეხმარება. გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრაზილიელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ ვერ ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, ინგლისელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სილვას დაზიანება არ აქვს და მას უბრალოდ დასვენება სჭირდება.

alt"ჩელსიმ" 0:3-დან ქულა გადაარჩინა - ტიაგო სილვას წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული