უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება ავსტრიაში ადგილობრივი "ზალცბურგის" წინააღმდეგ მოიპოვა (6:2) და ტურნირის რეკორდიც დაამყარა.

გერმანელებმა ბოლო 4 გოლი შეხვედრის უკანასკნელ 15 წუთში გაიტანეს და როგორც OptaFranz-ი წერს, ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. აქამდე არცერთ გუნდს არ გაუტანია მატჩის ბოლო მეექვსედში ამდენი გოლი.

ბავარიელები თავიანთი ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან. მეორე ადგილზე 4 ქულით "ატლეტიკოა", მესამეზე - მოსკოვის "ლოკომოტივი" (2) და ბოლო ადგილს "ზალცბურგი" (1) იკავებს.

altჩემპიონთა ლიგა. III ტური: "ლივერპულმა" ბერგამოში გაისეირნა - სერხიო რამოსმა მე-100 გაიტანა

[VIDEO]