უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ქართველი რონალდოს წინააღმდეგ? დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური დასრულდება

AutoSharing Option
დღეს, 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩები დასრულდება.

გუშინ გამართულ 8 თამაშში 35 გოლი გავიდა, რაც თითო მატჩში საშუალოდ 4 გოლზე მეტია.

დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალი "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

გუშინ ასევე ქართველმა ითამაშა, კერძოდ, დავით ხოჭოლავამ, რომლის გუნდმაც "გლადბახთან" მოულოდნელად 0:6 დათმო.

უკრაინის მოქალაქეობის მქონე წიტაიშვილი "ბარსელონას" წინააღმდეგ დღეს არ ითამაშებს.


"ზენიტი" - "ლაციო"
"ლაციო" 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო რუსულ კლუბს ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია და ბოლო, მე-4 ადგილზე იმყოფება.
დღევანდელ მატჩში "ზენიტს" აზმუნი, დრიუსი, მალკომი და მუსაევი გამოაკლდება.
რაც შეეხება "ლაციოს", მათ კიდევ უფრო დიდი დანაკლისი აქვთ. რომაურ კლუბს ალბერტო, ანდერსონი, ესკალანდე, ვავრო, იმობილე, ლაცარი, ლუკას ლეივა, პროტო, რადუ და სტრაკოშა დააკლდება.
მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

"ბაშაქშეჰირი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"იუნაიტედი" ლიგაზე კარგად ასპარეზობს, გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის სხვაობა 6-ია, რასაც ვერ ვიტყვით თურქებზე. ისინი 0 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.
"ბაშაქშეჰირს" აზუბუიკე, კაისარა და ჩადლი დააკლდება. ასევე საეჭვოა კრიველის, ტექდემირისა და უჩარის თამაშიც.
"მანჩესტერს" ბაილი, ლინგარდი, ტელესი და ჯოუნსი გამოაკლდება.
მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

"ბარსელონა" - "დინამო კიევი"
კატალონიურმა კლუბმა გასულ ტურში "იუვენტუსი" დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. რაც შეეხება კიევურ კლუბს, მათ 1 ქულა აქვთ ჯერჯერობით აქტივში.

"ბარსელონას" არაუხო, კოუტინიო, ტერ შტეგენი და უმტიტი დააკლდება.

ხოლო "დინამო კიევს" ერთდროულად 14 მოთამაშე გამოაკლდება.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

"ბრიუგე" - "დორტმუნდი"
ჯერჯერობით ბელგიური კლუბი ტოლ-სწორად მისდევს გერმანელებს. მათ ორი მატჩის ჯამში 4 ქულა აქვთ.

დღევანდელ მატჩში "ბრიუგეს" დელი და მიტროვიჩი დააკლდება.

რაც შეეხება "დორტმუნდს", მათ ზაგადუ, შმელცერი, შულცი, ემრე ჩანი და ჰუმელსი არ ეყოლებათ.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

"ლაიპციგი" - პსჟ
ორივე კლუბს თანაბარი, 3-3 ქულა აქვს. ორივე კლუბმა "იუნაიტედთან" თავისი შეხვედრა დათმო.

გერმანელებს კლოსტერმანი, ლაიმერი და ჰარტმანი გამოაკლდებათ. ასევე საეჭვოა ადამსის, მუკიელესა და ჰალსტენბერგის თამაშიც.

"პარი სენ ჟერმენს" გაცილებით დიდი დანაკლისი აქვს. მათ ბერნატი, დრაქსლერი, ვერატი, იკარდი, ლეტელიე, მბაპე, ნეიმარი და ხესე გამოაკლდებათ.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

"სევილია" - "კრასნოდარი"
ანდალუსიელები საკუთარ კედლებში "კრასნოდარს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლისთვის დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

"სევილიას" დღევანდელ მატჩში გომესი, იდრისი და სუსო არ ეყოლება.

რაც შეეხება "კრასნოდარს", რუსებს ფერეირა, კლაესონი, პეტროვი, საბელა და სტოტსკი ვერ დაეხმარებიან. ასევე საეჭვოა ვანდერსონის თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

"ფერენცვაროში" - "იუვენტუსი"
ლაშა დვალის "ფერენცვაროში" ტურინულ გრანდს მასპინძლობს.

დღევანდელ მატჩს უნგრელები ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებენ.

რაც შეეხება "იუვენტუსს", მათ ალექს სანდრო, დე ლიხტი და დემირალი გამოაკლდებათ.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

"ჩელსი" - "რენი"
ლონდონური კლუბი, "სევილიის" მსგავსად, გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის დიდ ნაბიჯს გადადგამს.

"ჩელსის" გილმორი და პულიშიჩი გამოაკლდება. ასევე საეჭვოა კეპას თამაშიც.

"რენს" კამავიგას, მაუარას, ნიანგის, რუგანისა და ტაიტის გარეშე მოუწევს თამაში.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


ასევე დაგაინტერესებთ