ჩემპიონთა ლიგა. III ტური: დვალის ავტოგოლი "იუვესთან", "სევილიას" და "ლაიპციგის" ქამბექები, "ბარსას" გამარჯვება "დინამოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.

„დორტმუნდმა“ გასვლაზე 3:0 მოუგო ბრიუგეს“. დუბლი 20 წლის ჰოლანმა შეასრულა. მან ტურნირზე 11 მატჩში 14 გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე „დორტმუნდში“ 28 მატჩში 26 გოლია.

„ბარსელონამ“ სახლში 2:1 სძლია კიევის „დინამოს“, რომელსაც კორონავირუსის გამო 13 ფეხბურთელი აკლდა. მესიმ ევროტურნირებზე 150-ე შეხვედრა ჩაატარა და 121-ე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი - 133.

„იუვენტუსმა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა „ფერენცვაროში“. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა. 82-ე წუთზე მორიგი შეცდომა დაუშვა მეკარე
დიბუშმა, დიბალას ცარიელ კარში დარტყმული ბურთის მოგერიება დვალმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ფეხი წაარტყა და ავტოგოლი ჩაეთვალა. დუბლი მორატამ შეასრულა. რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-18 სეზონს ატარებს.

კაცნაკლულმა "სევილიამ" თამაში" შემოუტრიალა სახლში "კრასნოდარს".

"ლაიპციგი" საკუთარ მოედანზე აგებდა პსჟ-სთან, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.

E ჯგუფი


ლონდონი. "სტემფორდ "ბრიჯი"
ჩელსი - რენი 3:0
გოლები: 1:0 ვერნერი (10, პენ), 2:0 ვერნერი (41, პენ), 3:0 აბრაჰამი (50)
გაძევება: ენრიკე (40, რენი)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კრასნოდარი
გოლები:0:1 სულეიმანოვი (17), 0:2 ბერგი (21), 1:2 რაკიტიჩი (42), 2:2 ელ-ნესირი (69), 3:2 ელ-ნესირი (72)
გაძევება: ნავასი (45+4, სევილია)

F ჯგუფი

ბრიუგე. "იან ბლეიდელი"
ბრიუგე - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 ტ. აზარი (14), 0:2 ჰოლანი (18), 0:3 ჰოლანი (32)

პეტერბურგი."გაზპრომი"
ზენიტი - ლაციო 1:1
გოლები: ეროხინი (32),1:1 კაისედო (82)

G ჯგუფი

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - დინამო (კ) 2:1
გოლები: 1:0 მესი (5, პენ), 2:0 პიკე (65), 2:1 ციგანკოვი (75)

ბუდაპეშტი. "გრუპამა"
ფერენცვაროში - იუვენტუსი 1:4
გოლები: 0:1 მორატა (7), 0:2 მორატა (60), 0:3 დიბალა (72), 0:4 დვალი (82, საკ. კარში), 1:4 ბოლი (90)

H ჯგუფი

ლაიპციგი. "რედ ბული".
ლაიპციგი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 დი მარია (6), 1:1 ნკუნკუ (41), 2:1 ფორსბერგი (57, პენ)
გაძევება: გუიე (69, პსჟ)

სტამბული. "ბაშაკშეჰირი"
ისტანბული - მანჩესტერი 2:1
გოლები: 1:0 ბა (12), 2:0 ვისკა (40), 2:1 მარსიალი (43)


მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთ გოლს რომ ავტოგოლს უწოდებს,იმ გუკშემატკივრის ან ჟულნალისტის თავში ჩამახედა ერთი.
მახა ჯობა
05 ნოემბერი 2020 14:34
0
ვუყურე სილქზე დვალის ინტერვიუს ოთარ ტატიშვილთან.ორივე მესისტი ყოფილა და კრიშტიანოს უკბილო ხუმრობით დაცინვა დაუწყეს.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველა მესისტი გეგონება ერთი შტერი კაცის შვილები არიან.
აბა ესა ყოფილა
05 ნოემბერი 2020 11:59
17
ასეთ დარტყმას ავტო გოლი რატო უნდა დაარქვა არ მესმის....???
კარებში ჩაჭრა თუ მეკარეს შეუშალა ხელი????ბურთს ხაზი თითქმის გადაკვეთილი ქონდა...
Sport pazq
05 ნოემბერი 2020 10:46
1
flashscore ზე რომ არ მენახა მეცოდინებოდა რო მართლა 0-2 მორჩა
di ma
05 ნოემბერი 2020 09:57
0
სასწაულიი ხალხი ხართ დუბლი მორატამ შეასრულაო დვალმა საკუთარ კარშიო და 0-2 რანაირაად მორჩაა ისე ზუსტი ანგარიში 1-4=დასრულდა რომ იცოდეთ
გიო გორი
05 ნოემბერი 2020 07:14
1

სიახლეები პოპულარული