[PREVIEW] სამი ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ "ლაიპციგს" მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ დღეს სამი ქართველი იასპარეზებს (წიტაიშვილი, დვალი და ხოჭოლავა). 

მოკლედ მიმოვიხილოთ შეხვედრები. მაშ ასე: 

"კრასნოდარი" - "სევილია"

რუსული კლუბი დღეს "სევილიას" მასპინძლობს. ესპანურ კლუბს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს. რაც შეეხება "კრასნოდარს", ისინი ფაქტობრივად უშანსოდ არიან, რადგან გასული ტურების განმავლობაში რუსებს 1 ქულა აქვთ. 

დღევანდელ მატჩში "კრასნოდარს" სტოტსკი გამოაკლდება. ასევე საეჭვოა პეტროვისა და საფონოვის თამაშიც. 

რაც შეეხება "სევილიას", მათი დანაკლისი მეტად მძიმეა. ამ მატჩში "ანდალუსიელებს" ბონო, ხესუს ნავასი და
ფერნანდესი არ ეყოლებათ. ასევე საეჭვოა აკენიასა და სუსოს თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. 

"რენი" - "ჩელსი"

ისევე, როგორც "კრასნოდარს", სატურნირო ცხრილში ფრანგულ "რენსაც" დიდი პრობლემები აქვს. ფრანგებს 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ და ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ. სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა მოწინააღმდეგეთა ბანაკში, ლონდონელები გასული ტურების შემდეგ 1-ელ ადგილზე იმყოფებიან. 

დღევანდელ მატჩში "რენს" დალბერი, მარტინი, მაუასა და რუგანი გამოაკლდება, ხოლო "ჩელსის"კრისტიან პულიშიჩი არ ეყოლება. 

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. 


"დინამო კიევი" - "ბარსელონა"

წარმოშობით ქართველი და უკრაინის ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი დღეს "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს. 

რაც შეეხება მის გუნდს, 3 ტურის შემდეგ 1 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "ბარსელონა" უდანაკარგოდ მიიწევს და 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. 

დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდი ძალიან დიდი დანაკლისით იასპარეზებს. 

"დინამო კიევს" ბესიედინი, ბურდა, კოსტევიჩი, რუსინი და ტიმჩუკი გამოაკლდება. საეჭვოა ასევე ანდრიევსკის, დუელუნდის, ლებდნევის, როდრიგესის, სიდორჩუკის, შაბანოვისა და ციგანკოვის თამაში. 

რაც შეეხება კატალონიურ გრანდს, მათ არაუხო, ბუსკეტსი, დე იონგი, მესი, პიკე, სერხი რობერტო, უმტიტი და ანსუ ფატი არ ეყოლებათ, საეჭვოა ასევე უსმან დემბელეს თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


"დორტმუნდი" - "ბრიუგე"

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანელების სასარგებლოდ, 3:0 დასრულდა. 

რაც შეეხება ჯგუფში არსებულ ვითარებას, პირველ ადგილს "დორტმუნდი" იკავებს, ხოლო "ბრიუგე" - მე-3-ს. მათ შორის სხვაობა კი მხოლოდ 2 ქულაა. 

"დორტმუნდს" ზაგადუ და შმელცერი გამოაკლდება. ასევე საეჭვოა დელანის თამაშიც.

რაც შეეხება "ბრიუგეს", ბელგიელებს მიტროვიჩი და სობოლი არ ეყოლებათ. ასევე, დღევანდელ თამაშში რიფას თამაშიც საეჭვოა. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


"იუვენტუსი" - "ფერენცვაროში"

ლაშა დვალის "ფერენცვაროში" "იუვენტუსს" ესტუმრება. 

3 ტურის შემდეგ უნგრულ კლუბს 1 ქულა აქვს და ფაქტობრივად, ჯგუფიდან გასვლის შანსიც აღარ არსებობს; ხოლო მათი მეტოქე "იუვენტუსი" 6 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. 

ტურინელებს დღევანდელ მატჩში ბონუჩი, დემირალი და კიელინი არ ეყოლებათ. ასევე, რემზის თამაში საეჭვოა. 

ხოლო "ფერენცვაროში", ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს, 2 მოთამაშის, ფრიმპონგისა და ჩივიჩის თამაშია საეჭვო. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


"ლაციო" - "ზენიტი"

მოულოდნელად, რუსული კლუბი 1 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ლაციოს", ისინი 5 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ. 

იტალიელებს ესკანალანტე, ლუის ფელიპე, ლულიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი და პროტო გამოაკლდებათ, ხოლო ვავროსა და სტრაკოშას თამაში საეჭვოა. 

"ზენიტს" კი ვენდელი, კარავაევი, კრუგოვოი, ოზდოევი არ ეყოლება. ასევე, აზმუნისა და დრიუსის მატჩში მონაწილეობა საეჭვოა. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაშაქშეჰირი"

ინგლისელები ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მათ 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ, ხოლო თურქები 3 ქულით - ბოლო ადგილზე. 

"მანჩესტერ იუნაიტედს" ბაილი, ლინგარდი, შოუ და ჯოუნსი არ გამოაკლდება. ასევე გრინვუდის თამაშიც საეჭვოა. 

რაც შეეხება "ბაშაქშეჰირს", მათ ალექსიჩი, გუნოკი და კაისარა არ ეყოლებათ. კალდიმირის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


პსჟ - "ლაიპციგი"

პსჟ-ს დიდი პრობლემები აქვს, 3 ტურის შემდეგ ისინი მე-3 ადგილს იკავებენ და მათ წინ მყოფებს 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ლაიპციგი" 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. 

"პარი სენ ჟერმენი" დიდი დანაკლისით იასპარეზებს. მათ ბერნატი, გუეიე, დრაქსლერი, ერერა, იკარდი, კეჰრერი და კიმპემბე გამოაკლდებათ. ასევე, ვერატის თამაშიც საეჭვოა. 

"ლაიპციგს" კლოსტერმანი, ლაიმერი, ჰარტმანი და ჰვანგ ჰი-ჩანი გამოაკლდება. სავარაუდოა მუკიელესა და ჰალსტენბერგის თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"გლადბახი" - "შახტარი"

როგორც ცნობილია, უკრაინელთა რიგებში დავით ხოჭოლავა ასპარეზობს. დღეს მისი გუნდი "გლადბახს" დაუპირისპირდება. ეს გუნდები 3 ტურის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ. 

"გლადბახს" ბენსებენი, პლეა, პოულსენი და ჰოფმანი გამოაკლდება. 

რაც შეეხება "შახტარს", მათ ისმაილი, კონოპლიანკა და მალიშევი არ ეყოლებათ. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"ოლიმპიაკოსი" - "მანჩესტერ სიტი"

"მანჩესტერ სიტი" ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს. რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. 

"ოლიმპიაკოსს" ელ არაბი და ვალბუენა არ ეყოლება. საეჭვოა ბრუმას, ვიგარისა და ჰოლებასის თამაში. 

"მანჩესტერ სიტის" კი აკე და ფერნანდინიო გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მენდის თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


altჩემპიონთა ლიგა. III ტური: დვალის ავტოგოლი "იუვესთან", "სევილიას" და "ლაიპციგის" ქამბექები, "ბარსას" გამარჯვება "დინამოსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღრუსეთის ჯაგლაგი ჩემპიონატის წარმომადგენელის 4 ადგილი მოულოდნელი რატომაა ვითომ? მოულოდნელი იქნებოდა 1 ან 2 რომ იყოს, თორემ 3-4 ადგილი ზედგამოჭრილია ;)
გიორგი
14:45 24-11-2020
1
მანჩესტერ იუნაიტედს" ბაილი, ლინგარდი, შოუ და ჯოუნსი არ გამოაკლდება. ხვდები მაინც რას წერ?
მიშა
13:59 24-11-2020
0

სიახლეები პოპულარული